როგორ მოვიქცეთ თუ ონლაინ სესხს ვერ ვფარავთ | Allnews.Ge

როგორ მოვიქცეთ თუ ონლაინ სესხს ვერ ვფარავთ

საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ონლაინ სესხი საკმაოდ პოპულარულია. ამ გზით სწრაფად ფულის შოვნა მარტივია, ამიტომაც ონლაინ სესხით ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სარგებლობს. შესაბამისად საკმაოდ ბევრია შემთხვევა, როდესაც მსესხებელი ონლაინ სესხს დროულად ვერ ფარავს. ამასთან, ხშირია გაურკვევლობაც, ვინაიდან სისწრაფის გამო მომხმარებელი ხელშეკრულებას არ კითხულობს.

საქართველოში 4 მილიონი ონლაინ სესხია გაცემული

ფინანსური ანალიტიკოსები გვირჩევენ, რომ ვიდრე სესხს ავიღებთ გავეცანოთ ხელშეკრულებას, რომელსაც ონლაინ სასესხო ორგანიზაციასთან ვაფორმებთ.

უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, კომპანიას აქვს უფლება, მესამე პირს გადასცეს ინფორმაცია. ონლაინს სასესხო კომპანიები თანამშრომლობენ პრობლემურ კომპანიებთან, რომელთა მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მოკლე დროში ამოიღონ გაცემული თანხა.

ონლაინ სესხით ხშირად სარგებლობა, უარყოფითად აისახება საკრედიტო ისტორიაზე, რის გამოც, შესაძლოა სამომავლოდ, კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობა გაგირთულდეთ.

ონლაინ-სესხებს ეროვნული ბანკი დაარეგულირებს

ვადაგადაცილების ან თანხის ვერ დაფარვის შემთხვევაში გამოსავალი არ არის დამალვა.

რადგან ამ შემთხვევაში საქმე სასამართლოს გადაეცემა და ეს პრობლემას კი არ მოგიგვარებთ, არამდენ, შესაძლოა მეტი თავსატეხი გაგიჩინოთ.

"ხშირად გვესმის რომ უმჯობესია საქმე მივიდეს სასამართლომდე და სასამართლო გაითვალისწინებს შემდეგ ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას. თუ ონლაინ სესხების მომსახურე პრობლემური სამსახური მოდის დათმობაზე და ისინი საკმაოდ შეღავათს გვიკეთებენ და ხშირ შემთხვევაში ისინი ვთქვათ 1500 ლარამდე ასულ 500-ლარიან ონლაინ სესხზე გვეუბნებიან, რომ 700-800 ლარის გადახდის შემთხვევაში დარიცხულ ჯარიმებს ჩამოწერენ, რა თქმა უნდა, უმჯობესია მოლაპარაკება მათთან ვაწარმოოთ", - განაცხადა რადიო "პალიტრას" გადაცემა "საქმეში" ანალიტიკოსმა ანი ალიბეგაშვილმა.

რატომ არ უნდა ავიღოთ ონლაინსესხი

ალიბეგაშვილი ასევე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ კომუნიკაცია კომპანიასთან, რათა მათ თანხა გადაანაწილონ გარკვეულ პერიოდზე, ან სრულად დაფარვის შემთხვევაში, კიდევ უფრო კარგი, შეღავათი შემოგთავაზონ.

myquiz