რამდენი დაიხარჯა "თბილისობა 2016"-ზე | Allnews.Ge

რამდენი დაიხარჯა "თბილისობა 2016"-ზე

"თბილისობის" დღესასწაულის გამართვა 1 მილიონ ლარზე ოდნავ მეტი ჯდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

ნარმიანის თქმით, დაზუსტებულ ციფრებს მერია ყველა ღონისძიების დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.

"თბილისობის" გამართვა როგორც წესი, 1 მილიონი ლარი ჯდება, ოდნავ მეტი - ასეთია წლევანდელი ბიუჯეტიც. დაზუსტებულ ციფრებს ჩვენ ყველა ღონისძიების დასრულების შემდეგ გამოვაქვეყნებთ", - განაცხადა "რუსთავი 2"-ის ეთერში დავით ნარმანიამ.

დედაქალაქი "თბილისობა 2016"-ს აღნიშნავს. დღესასწაულის ფარგლებში თბილისში კულტურული და სპორტული, საბავშვო გასართობი ღონისძიებები და კულინარიული გამოფენა-გაყიდვები იმართება. წელს ღონისძიებების ეპიცენტრი რიყე, ახალი ტფილისი და ლეღვთახევია.

myquiz