1 კგ. გამხმარი მოცვი ბაზარზე 50-დან 100 ლარამდე ღირს | Allnews.Ge

1 კგ. გამხმარი მოცვი ბაზარზე 50-დან 100 ლარამდე ღირს

მოცვის მცირე მოსავლის ფონზე, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის ფასი ბოლო კვირების განმავლობაში თითქმის გასამმაგდა.

მოვაჭრეთა განცხადებით, 1 კგ. გამხმარი მოცვის ფასი ბაზარზე 50-დან 100 ლარამდე მერყეობს.

გამყიდველების თქმით, გასულ წელს 1 კგ. მოცვის ფასი 20-დან 60 ლარამდე იყო.

მოცვი სამი სახით - ფოთლის, ნედლი და გამხმარი იყიდება. შესაბამისად, ფასებიც განსხვავებულია.

როგორ მოვაჭრეები ამბობენ, მოცვის შოვნა რთულია და ნაყოფის გაძვირება უამინდობით შექმნილმა დეფიციტმა გამოიწვა.

"მთელი წელია ასეთი მდგომარეობაა. წელს ერთხელ შემოვიდა და ისიც მალევე, ერთ კვირაში გაიყიდა. წელს ძალიან ცუდი ამინდები იყო, წვიმდა და მოსავალი გაფუჭდა. თუ ვინმე კითხულობს და შეძენა უნდა, ნომრებს ვინიშნავთ და შემოსვლის შემთხვევაში ვურეკავთ, დახლზე დასადები არ გვრჩება", - აღნიშნავენ მოვაჭრეები.

მოცვი თბილისში, ბაზარში ძირითადად ბახმაროდან, რაჭიდან, საჩხერიდან და სვანეთიდან შემოაქვთ. როგორც ბაზარში ამბობენ, 1 კილო გამხმარი მოცვის მიღებას 6-8 კილო ნედლი მოცვი სჭირდება.

თათია ახვლედიანი

წყარო: Bpn.ge

myquiz