სახლი თბილისში, რომელიც 5 მილიონ დოლარად იყიდება | Allnews.Ge

სახლი თბილისში, რომელიც 5 მილიონ დოლარად იყიდება

უძრავი ქონების ვებგვერდების მონაცემებით, თბილისში მდებარე იმ ბინებისა და საცხოვრებელი სახლების რიცხვი, რომელთა ფასი 1 000 000 დოლარს აღემატება, 200-ზე მეტია.

თბილისში ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სახლი, ვაკეში მდებარეობს და მისი ფასი 5 000 000 დოლარია. სახლი 4-სართულიან სახლს 300 კვ. მეტრი ეზო აქვს. სახლში არის აუზი, საუნა და მოპირკეთებულია მარმარილოთი.

saqme.ge-ის მონაცემებით, 4 მილიონ დოლარად იყიდება დიღომში მდებარე 3-სართულიანი სახლი, რომელიც 30 ოთახისგან შედგება. სახლში 1 740 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი და 10 000 კვ. მიწის ფართობი აქვს.

ასევე 4 მილიონ დოლარად იყიდება კერძო, 4-სართულიანი სახლი ვაკეში, რომელიც 5 აბაზანისგან, აუზისგან და საუნისგან შედგება. სახლი ვარდის ხის პარკეტით არის გაწყობილი.

ოდნავ ნაკლებად, 3 700 000 დოლარად იყიდება საბურთალოზე მდებარე კერძო, 5-სართულიანი სახლი. სახლში აუზისა და საუნის გარდა, არის ლიფტიც.

საბურთალოზე მდებარე კერძო სახლი 3 000 000 დოლარად იყიდება. სახლი 4-სართულიანია. სახლს აქვს დახურული საცურაო აუზი, საუნა, სამრეცხაო, გალერეა, გამწვანებული ეზო და ხედი ქალაქზე. 2 მილიონ დოლარად თბილისში 4 სახლი იყიდება. მათგან ერთი წყნეთში, ერთი ვერაზე და ორი ვაკეში მდებარეობს. იხილეთ გაგრძელება

თათია ახვლედიანი

myquiz