საქართველოში 30 000 ოჯახს ინტერნეტის ვაუჩერები გადაეცემა | Allnews.Ge

საქართველოში 30 000 ოჯახს ინტერნეტის ვაუჩერები გადაეცემა

"ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის" ფარგლებში 30 000 ოჯახს 300-ლარიანი ინტერნეტის ვაუჩერი გადაეცემა. ამის შესახებ allnews.ge-ს პროექტის მენეჯერმა, ბესო აბულაძემ განუცხადა.

პროექტს, რომელსაც მსოფლიო ბანკი 40 მილიონ ევროთი დააფინანსებს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, გაზაფხულიდან განახორციელებს. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება 8 მსხვილი და 50 მცირე ზომის ინოვაციური ცენტრის შექმნა.

ბესო აბულაძის განმარტებით, ვაუჩერი ერთჯერადი იქნება და მომხმარებელს ინტერნეტის ინსტალაციისა და კომპიუტერის შეძენისას გადაეცემა:

"ვაუჩერი აკომპენსირებს ინტერნეტის პირველადი ინსტალაციის თანხას და კომპიუტერის შეძენის დროს ხდება კომპიუტერის ღირებულების დაახლოებით 20%-მდე თანადაფინანსება" - განაცხადა ბესო აბულაძემ.

გარდა ინოვაციური ცენტრისა, პროექტის ფარგლებში, კომპიუტერული უნარ-ჩვევების ასათვისებლად, მოსახლეობას სპეციალური ტრენინგებიც ჩაუტარდება.

myquiz