"ექსპრეს ფეის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატები ფასიანი ხდება | Allnews.Ge

"ექსპრეს ფეის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატები ფასიანი ხდება

1 ოქტომბრიდან "საქართველოს ბანკის" სწრაფი გადახდის აპარატიდან მობილური სატელეფონო ბალანსის შევსება ფასიანი ხდება.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" "საქართველოს ბანკში" განუცხადეს, გადახდისას მომსახურებაზე დაწესებული ტარიფი ბაზარზე არსებულის შესაბამისი იქნება.

ამ დრომდე სხვა კომპანიების სწრაფი ჩარიცხვის აპარატებზე მობილური ბალანსის შევსების საკომისიო 4% იყო.

"საქართველოს ბანკში" განმარტავენ, რომ ბანკის ნებისმიერი პლასტიკური ბარათით განხორციელებული ოპერაცია მაგალითად, მობილური ბალანსის შევსება უფასო იქნება.

სხვა კომპანიებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებზე 4%-იანი საკომისიო 3 წლის წინ დააწესეს. მაგრამ "საქართველოს ბანკმა" მაშინ მომსახურების საკომისიო არ დააწესა.

ადგილობრივ ბაზარზე სწრაფი გადარიცხვის აპარატები ოთხ კომპანიას "ნოვა ტექნოლოჯის", OSPM-ს , Express Pay-ს და "თიბისი Pay"-ის აქვს.

კომპანიების ინფორმაციით, ყოველდღიურად საქართველოში 10 000-ზე მეტი ტერმინალის მეშვეობით 60 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს.

თაია არდოტელი

წყარო: Bpn.ge

myquiz