ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით დაბალბიუჯეტიანი ფრენები დაიწყო | Allnews.Ge

ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით დაბალბიუჯეტიანი ფრენები დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაბალ ფასად მგზავრობა მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ.

ავიარეისების ფასი გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, ბულგარეთისა და კვიპროსის მიმართულებით 9.99 ევრო-დან დაიწყება.

დაბალბიუჯეტიანი რეისები დღეს უკვე განხორციელდა ბერლინისა და მიუნხენის მიმართულებით. როგორც "ბიზნესპრესნიუსს" აეროპორტების გაერთიანებაში უთხრეს, 23 სექტემბერს ბერლინის რეისზე ქუთაისიდან 161 ადამიანი გაფრინდა, ხოლო 133 ჩამოფრინდა. მიუნხენის რეისზე კი - გაფრინდა 139 და ჩამოფრინდა 141 ადამიანი.

დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ქუთაისის აეროპორტიდან შემდეგი ახალი მიმართულებებით შეასრულებს: ბერლინი, დორტმუნდი, მიუნხენი, ლარნაკა, მილანი, სოფია და სალონიკი.

აქედან, ბერლინსა და მიუნხენში, მემინგენის აეროპორტში ფრენები დღეიდან დაიწყო, სალონიკში, ლარნაკასა და სოფიაში - 24 სექტემბრიდან, ხოლო მილანსა და დორტმუნდში 25 სექტემბრიდან განხორციელდება.

რაც შეეხება, მგზავრობის საფასურს - ბილეთის ფასი ბერლინის მიმართულებით - 24.99 ევროდან; დორტმუნდში - 14.99 ევროდან; ლარნაკაში - 9.99 ევროდან; მილანში - 14.99 ევროდან; მიუნხენში - 19.99 ევროდან; სოფიაში - 9.99 ევროდან; ხოლო სალონიკის მიმართულებით - 14.99 ევროდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ამ ფასად "ვიზეარი" უკვე ახორციელებდა ფრენებს ევროპის ოთხი მიმართულებით - კატოვიცე (პოლონეთი), ვილნიუსი (ლიტვა), ბუდაპეშტი (უნგრეთი) და ვარშავა (პოლონეთი). იხილეთ გაგრძელება

თაია არდოტელი

myquiz