ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების ეკონომიკური შეცდომების ძიებას იწყებს | Allnews.Ge

ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების ეკონომიკური შეცდომების ძიებას იწყებს

ორგანიზაცია "მოქალაქე" საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკურ ფორუმს მართავს, სახელით "ეკონომიკური განვითარება - მიღწევები და პერსპექტივები."

ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკური ფორუმის მოწვევის მიზეზებად საზოგადოების მიერ მთავარ ეკონომიკურ მიღწევებზე ანალიზის გაკეთების პრობლემა და ბიზნესთან ერთად ეკონომიკის განვითარების უფრო სწორი გზების გამონახვა დაასახელა, - "გავაანალიზოთ და ხელისუფლებას მოვუძებნოთ რა შეცდომები დაუშვა თუ არის ასეთი, ამავდროულად, სწორი გზები გამოვნახოთ", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

ასევე, ფორუმის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მას ჟურნალისტებისთვის ეკონომიკის ახსნა საკმაოდ უჭირს, რადგან ისინი არ არიან ეკონომიკის სპეციალისტები. ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ ბიზნესსექტორია ის, ვისაც ყველაზე კარგად გაეგება ეს საკითხი და არის ყველაზე კარგი შემფასებელი, - "2012 წელს, როდესაც არჩევნები ჩატარდა, 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში მოვედი არასდროს არ მომიკითხავს ბიზნესი განსაკუთრებით და არასდროს დამისვამს მსგავსი შეკითხვა - რას აკეთებს ბიზნესი? რამეთუ გარკვეულ მიზეზებს მე გაგებით ვეკიდებოდი.

დღეს მინდა დავსვა ეს კითხვა - ჩაიხედეთ თითოეულმა თქვენს თავში, ვინც აქ ხართ და ვინც არ ხართ. რამდენად აქტიურები ხართ თქვენ დღეს, რამდენად ცდილობთ განუმარტოთ თუგინდ თანამშრომლებს, თუგინდ ფართო საზოგადოებას ის გარდაქმნები, რაც მოხდა ქვეყანაში, ან თქვენ თვლით, რომ არაფერი მომხდარა და განსამარტი არაფერი  არ არის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკის ექსპერტების მიერ ხელისუფლების კრიტიკასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, პარტიასთან ასოცირებული ექპერტები ფორუმზე დასწრებას თავს არიდებენ.

ექს-პრემიერმა კომენტარი რომან გოცირიძის პარალელური ეკონომიკური ფორუმის გამართვაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ რომან გოცირიძემ ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა, - "ეს იმას ჰგავს, რაზეც ახლა შრომობს პრემიერი. კვირიკაშვილის ინიციატივა იყო, არ ვიცი რამდენმა მოაწერა ხელი, რომ ერთი პარტიის ღონისძიებაზე მეორე პარტიის წარმომადგენლები არ მივიდნენ და დებოში არ ატეხონ. ახლა გოცირიძემ ეს ხერხი იხმარა და ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა.

ის ერთი-ორჯერ შემოძვრა აქ, რომ ნახა მე ვიყავი, იმ წუთას გაიპარა. ვერავითარი გამოსვლა ვერ მოახერხა. გარეთ გააკეთა კომენტარი, შიგნით - არა. პროფესიონალებთან ამას ვერ ბედავს  და ცდილობს ხომ ხალხი, რომელსაც ეკონომიკური განათლება არ აქვს, სიბნელეში ამყოფოს. მისი ყველა გამოსვლა სიცრუეზეა დაფუძნებული. დღევანდელი "ტრიუკი" თუ ასეა, რომ თითონ დაიწყო ფორუმის დაფუძნება არჩევნებამდე 2 კვირით ადრე მხოლოდ სასაცილოა," - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის ლაკმუსის ქაღალდი, რომ მთავრობის ეკონომიკური სტრატეგია არის სწორი. მისივე თქმით, შეიძლება პატარა გადაცდომები ყველას მოუვიდეს, თუმცა ძირითადი სტრატეგია და მიმართულება სწორია.

myquiz