რამდენს ხარჯავს სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად? | Allnews.Ge

რამდენს ხარჯავს სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად?

ყოველ წელს, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, რომლის შესრულებაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევალება, ბიუჯეტი მტკიცდება.

2016 წელს, აღნიშნული უწყების ბიუჯეტი 950 მილიონი ლარია, რომლის შესრულების შესახებ, სამინისტროს ცნობით, ინფორმაცია ოქტომბერში გამოქვეყნდება.

2015 წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით გაიზარდა და 945 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც საბიუჯეტო სახსრები 341 მილიონი 717 ათასი ლარი იყო, გრანტები 74 730, ხოლო კრედიტები 484 მილიონი 553 ათასი ლარი.

სამინისტროს მიერ დამტკიცებულმა გეგმამ პირველი კვარტლის მიხედვით 145 მილიონი ლარი შეადგინა, მეორე კვარტალში - 227 548 100, ხოლო მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით, დამტკიცებული გეგმის ხარჯები 295 970 300 ლარს შეადგენდა.

პირველი კვარტლის მიხედვით, სამინისტრომ რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავებაზე 1 325 550 ლარი დაამტკიცა, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებებისთვის 73 მილიონი ლარი, გზების მშენებლობაში, მოვლასა და შენახვაში 34 მილიონი, ჩქაროსნულლი ავტომაგისტრალების მშვენებლობაზე - 37, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე 42 მილიონი დახარჯა.

რაც შეეხება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა - რეაბილიტაციას, ამისთვის სამინისტრომ 17 მილიონი ლარი გამოყო.

მეორე კვარტალში აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად დამტკიცებული გეგმიდან სამინისტრომ 373 მილიონ 666 ათასი ლარი გაწერა, ხოლო მესამე კვარტლის მიხედვით დაახლოებით 397 მილიონი ლარი.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შესახებ ანგარიში გამოაქვყნა, რომელშიც ბიუჯეტის ზრდის დინამიკასა და სახელწიფო ხარჯებზეა საუბარი, - "2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 945 მილიონი ლარიდან 950 მილიონ ლარამდე მხოლოდ 5 მილიონი ლარით იზრდება (0,48%). საერთო ჯამში ინფრასტრუქტურაზე 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს," - წერია ანგარიშში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახლანდელი მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, სამინისტრომ სივრცითი მოწყობის ფარგლებში ამჟამად რუსეთის, ირანის, ერაყისა და პაკისტანის დამაკავშირებელ არტერიებზე დაიწყო მუშაობა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში დაეხმარება.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz