"წლის ბოლოსთვის ლარის გამყარებას დაახლოებით 2.2-2.25 ნიშნულის ფარგლებში ველოდებით" | Allnews.Ge

"წლის ბოლოსთვის ლარის გამყარებას დაახლოებით 2.2-2.25 ნიშნულის ფარგლებში ველოდებით"

ჩვენ ველოდებით წლის ბოლოსთვის ლარის გამყარებას დაახლოებით, 2.2 -2.25 ნიშნულის ფარგლებში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით რთულია პროგნოზის გაკეთება.

"ჩვენ ვაკეთებთ პროგნოზებს მხოლოდ საშუალოვადიან პერიოდში, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ველოდებით წლის ბოლოსთვის ლარის გამყარებას დაახლოებით, 2.2-2.25 ნიშნულის ფარგლებში. ეს არის ჩვენი პროგნოზი, თუმცა მოკლევადიან პროგნოზებთან დაკავშირებით ჩვენ პროგნოზებს არ ვაკეთებთ", - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

myquiz