ნოდარ ხადურის პროგნოზით ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს | Allnews.Ge

ნოდარ ხადურის პროგნოზით ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ფიქრობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაშიც და მომავალშიც ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და გამყარების ტენდენციას. ამის შესახებ ნოდარ ხადურმა ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

,,მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაშიც და მომავალშიც ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და გამყარების ტენდენციას", - განაცხახა ხადურმა.

თავის მხრივ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი პროგნოზს არ აკეთებს და განმარტავს, რომ სებ-ის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა.

"ლარის კურსთან დაკავშირებით, ადრეც მომიხსენებია, ეროვნული ბანკი არ აკეთებს პროგნოზს და მას არ აქვს მაჩვენებელი ამასთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია არის ფასების სტაბილურობის შენარჩუნება, რასაც ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკი ძალიან კარგად უმკლავდება", -განაცხადა გვენეტაძემ.

myquiz