მზის პანელები თუშეთის სოფლებში | Allnews.Ge

მზის პანელები თუშეთის სოფლებში

ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტებისა და ეკოტურისტების საყვარელი ადგილი, რომელიც ლანდშაფტითა და არქიტექტურით გამოირჩევა, ზამთარში სრულიად მოწყვეტილია გარესამყაროს. საბედნიეროდ, ბოლო წლებში თუშეთში ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც თუშეთის სოფლებში

მზის ენერგიის ათვისება დაიწყეს. პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტომ განახორციელა.

მზის პანელებისა და ბატარეების დამონტაჟებამ თუშეთის სოფლებში საკმაოდ ბევრი საოჯახო სასტუმროს გახსნას და ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

"თუშეთში ელექტროენერგია გადაუჭრელ პრობლემად იქცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მზის პანელების დამონტაჟება, თუშეთში ბოლო წლებში გაკეთებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია. ეს სისტემა უზრუნველყოფს, რომ ადგილობრივებს მთელი დღის განმავლობაში ჰქონდეთ ელექტროენერგია და ცხელი წყალი. თავისთავად, ეს ყველაფერი ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას", - აღნიშნა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ატაშემ ალბერტ სიდომ.

თუშეთში დღეს მზის პანელების საშუალებით ელექტროენერგიას საერთო ჯამში 200 ოჯახი, მათ შორის 8 მეცხვარე იღებს. სისტემა ასევე დამონტაჟებულია 6 საჯარო-ადმინისტრაციულ დაწესებულებაში.

ქრისტინე გამთენაძე

BPN.GE

myquiz