ნიცაში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა შორის 10 ბავშვია | Allnews.Ge

ნიცაში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა შორის 10 ბავშვია

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა შორის 10 ბავშვია.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ქალაქის მერმა კრისიან ესტროსიმ განაცხადა.

ადგილობრივი პრესა წერს, რომ ტერაქტის შემდეგ საავადმყოფოში 54 ბავშვი გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, ნიცაში მომხდარ თავდასხმას 84 ადამიანი ემსხვერპლა.

ნიცა ტერაქტის შემდეგ: 8 კადრი შეწყვეტილი დღესასწაულიდან

პასუხისმგებლობა ტერაქტის ორგანიზებისთვის ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

myquiz