ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3436 ლარი გახდა | Allnews.Ge

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3436 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3436 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3436 ლარი გახდება.

კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.2941 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0495 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5850 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5377 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0473 ლარი შეადგინა.

myquiz