ოქრო ერთ დღეში გაძვირდა | Allnews.Ge

ოქრო ერთ დღეში გაძვირდა

ოქროს ფასმა დღეს დილით ორწლიან მაქსიმუმს მიაღწია, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელი ამომრჩევლის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირიდან გასვლას. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, ერთი უნცია ოქროს ფასი 1360 დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც გუშინ საღამოს მისი ფასი 1255 დოლარს შეადგენდა. მსგავსი მაჩვენებელი 2014 წლის მარტის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა.

"ეს ძვირფასი მეტალი ბრექსითის ვითარებაში რეალური გამარჯვებულია. ინვესტორები ცდილობენ დაიცვან თავიანთი ინვესტიციები და როგორც ვხედავთ ეს ოქროს ფასის გაძვირებას იწვევს", - აღნიშნა ანალიტიკოსმა, ნაემ ასლამმა.

გუშინ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას ამომრჩეველთა 51,9%-მა დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.

სასმელი, რომელიც ოქროზე ძვირია

myquiz