თხილის ფასი მკვეთრად შემცირდა | Allnews.Ge

თხილის ფასი მკვეთრად შემცირდა

უკანასკნელი რამდენიმე თვეა, რაც დასავლეთ საქართველოში, თხილის ფასი მკვეთრად შემცირდა.

ადგილობრივთა ინფორმაციით, 1 კილოგრამ თხილზე 3,40 ლარი რეკორდულად დაბალი ფასია, რაც კი ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებულა. თხილის მიმღებ პუნქტებში ამბობენ, რომ შარშან ამ დროს თხილი 9-10 ლარი ღირდა. მიმდინარე წლის განმალობაში, 1 კგ თხილის ყველაზე მაღალი ფასი 8 ლარი იყო.

ადგილობრივი მეწარმეებისა და გლეხების თქმით, თხილის ფასის მკვეთრი ვარდნის ორი ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით, სახელმწიფოსთან დაახლოებულმა ბიზნესწრეებმა ხელში ჩაიგდეს თხილის ბიზნესის მართვის სადავეები, მეორე ვერსიით კი, თხილის ფასი "ევროპაში ქართული თხილის სახელის გატეხვამ" შეამცირა.

მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში დიდი ოდენობით თხილის პარტიას მიწის თხილი შეურიეს.

თხილის ფასი, დასაველეთ საქართველოსთან შედარებით კიდევ უფრო დაბალია ოკუპირებულ აფხაზეთში. გალის მოსახლეობის თქმით, ბოლო ერთი კვირაა პროდუქტზე ფასი საგანგაშოდ შემცირდა. მათი ინფორმაციით, როდესაც ზუგდიდის ბაზარში თხილი 3, 40-3, 50 ლარი ღირს, აფხაზეთში 50-70 თეთრით უფრო იაფად იყიდება. შესაბამისად, მათვის ზუგდიდში თხილის გადმოტანა გაცილებით ხელსაყრელია, თუმცა ბოლო დროს ამას ვერ ახერხებენ. ამის მიზეზი კი ე.წ. სასაზღვრო გამშვებ-პუნქტებზე დაწესებული "ბაჟია".

აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის კანომდებლობით, 1 კილოგრამი თხილის სამეგრელოში გადმოტანა 1.20 ლარი ღირს. ამიტომაც, ზუგდიდის თხილის მიმღებ პუნქტების მფლობელთა თქმით, წელს აფხაზეთიდან თხილი თითქმის არ მიუღიათ.

თხილის ბაზარზე მონოპოლიის არსებობას ფაქტობრივად გამორიცხავს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ალექსანდრე მოწერელია.

"ახლა თხილის სეზონი დასასრულს უახლოვდება. მალე ახალ მოსავალს მოიწევენ და ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ურჩევნია დაიცადონ და ახალი მოსავლის თხილი იყიდონ. რაც შეეხება დაბალ ფასს, წელს გაცილებით დიდი მოსავალი იყო. შარშანდელმა მდგომარეობა ცოტა არ იყოს გაგვათამამა, ყველას ეგონა, რომ წელსაც ასეთი მაღალი ფასი იქნებოდა.

შარშან, საქართველოში თხილის ფასი რეკორდულად მაღალი იყო და ასე გვეგონა წელსაც. კარგი იქნებოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ არ მოხდა. ახლა მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასი დაბალია და რადგან ჩვენც მეტნაკლებად ჩართული ვართ მსოფლიოს ბაზრის თამაშებში, ამ რეალობას გვერდი ვერ ავუარეთ... სხვა საკითხია, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო, თურქული თხილის ფასს კილოგრამზე ერთი დოლარით ჩამოვრჩებით. ისევე, როგორც ხარისხით ჩამოვრჩებით. ლოგიკურად, თუ საქონელი იაფია, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ მისი ხარისხი მაღალ ფასს ვერ აკმაყოფილებს. იხილეთ გაგრძელება

myquiz