ნავთობის ფასი 50 დოლარამდე გაიზარდა | Allnews.Ge

ნავთობის ფასი 50 დოლარამდე გაიზარდა

ნავთობის ფასი 2016 წლის განმავლობაში პირველად 50 დოლარამდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 50 დოლარს გადასცდა. ხოლო WTI-ის ტიპის ნავთობის ფასმა 49 დოლარს მიაღწია.

ბოლო დროს, მსოფლიო ბაზარზე "შავ ოქროზე" მოთხოვნა გაიზარდა, მიწოდება კი შეფერხდა.

2015 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ნავთობის ფასის კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. ე.წ შავ ოქროზე ფასი დაახლოებით 70%-ით შემცირდა.

2016 წლის იანვრიდან კი ნავთობზე ფასების კვლავ მატება დაიწყო. ბოლოდროინდელი ტენდენცია ნავთობის მოპოვების გაყინვის შესახებ Opec-სა და რუსეთს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა განაპირობა.

myquiz