მსოფლიო ბანკი ქვეყნებს "განვითარებად" და "განვითარებულ" კატეგორიად აღარ დაყოფს | Allnews.Ge

მსოფლიო ბანკი ქვეყნებს "განვითარებად" და "განვითარებულ" კატეგორიად აღარ დაყოფს

მსოფლიო ბანკის განცხდებით, მომავალ რეიტინგებში ქვეყნებთან მიმართებაში "განვითარებად" და "განვითარებულ" კატეგორიას აღარ გამოიყენებს.

ბანკის ინფორმაციით, World Development Indicators-ის 2016 წლის გამოცემაში მსოფლიო ბანკი მონაცემების წარდგენისას ღარ დაყოფს ქვეყნებს ”განვითარებად” და "განვითარებულ” კატეგორიებად.

"ეს ცვლილება ევოლუციურ აზროვნებად ითვლება სიღარიბის და კეთილდღეობის გეოგრაფიული დისტრიბუციის კუთხით. მაგრამ რადიკალურად ჟღერს, რადგან არავინ შეთანხმებულა ამ ტერმინების მნიშვნელობაზე", - აცხადებს მსოფლიო ბანკი.

საერთაშორისო მონეტარული ფონდი აცხადებს, რომ განვითარებული და დამწყები საბაზრო ეკონომიკებს შორის განსხვავებას რაიმე მკაცრი კრიტერიუმებით არ აფასებენ.

”გაერთიანებული ერების ორგანიზაციას არ გააჩნია ოფიციალური განმსაზღვრელი, რომელიც განვითარებად ქვეყანას გამოავლენს. მაგალითად, მალავიც და მალაიზიაც ორივე განვითარებად ქვეყნებში გადის მაშინ, როდესაც მალაიზია უფრო ჰგავს ამერიკას, ვიდრე მალავი. არ არის კარგი, როდესაც გაჭირვებულ ქვეყნებს, ყველას ერთ ჯგუფში ვანაწილებთ”, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის სტატისტიკის ოფიცერმა და უფროსმა ეკონომისტმა უმარ სერაჯადინიმ.

myquiz