"ორბი ჯგუფი" ბათუმში 45-სართულიან სასტუმრო კომპლექსს აშენებს | Allnews.Ge

"ორბი ჯგუფი" ბათუმში 45-სართულიან სასტუმრო კომპლექსს აშენებს

სამშენებლო კომპანია "ორბი ჯგუფი" ბათუმში საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო კომპლექს Twin Tower-ის მშენებლობას იწყებს.

სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 5 ივნისიდან დაიწყება და 19 თვეში დასრულდება.

2017 წლის ბოლოს ბათუმის Twin Tower უკვე დასრულებული იქნება.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" "ორბი ჯგუფის" გაყიდვების სამსახურში განუცხადეს, სასტუმროს 5 ათასი აპარტამენტი ექნება, შესაბამისად, ის მსოფლიოში მე-6, საქართველოში კი პირველი იქნება აპარტამენტების რაოდენობით.

სასტუმრო კომპლექსში ბინის შეძენაც შეიძლება, ასევე მოქმედებს გაქირავების სერვისიც. სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება ბიზნესცენტრი, აუზი, ფიტნესის დარბაზი, სპორტდარბაზი, კომპლექსის ინფრასტრუქტურა დახვეწილი და კეთილმოწოყობილი იქნება.

 

myquiz