ნავთობზე დაბალი ფასები 10 წლის განმავლობაში შენარჩუნდება | Allnews.Ge

ნავთობზე დაბალი ფასები 10 წლის განმავლობაში შენარჩუნდება

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელებისა და აშშ-ში ფიქალის ინდუსტრიის ზრდის ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე დაბალი ფასები 10 წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

ამის შესახებ ნავთობის უმსხვილესი კომპანია Vitol-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იან ტეილორმა "ბლუმბერგთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"მომდევნო 10 წლის განმავლობაში ნავთობზე ფასები ბარელზე 100 დოლარის მაჩვენებელს არ დაუბრუნდება და 50 დოლარის ფარგლებში შენარჩუნდება", - აღნიშნა იან ტეილორმა.

ლონდონის ბირჟაზე "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი დღეს 0,27 დოლარით გაიზარდა და ბარელზე 34,33 დოლარი შეადგინა. 0,26 დოლარით გაიზარდა ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე WTI-ის ნავთობის ფასი, რომელმაც ბარელზე 31,15 დოლარი შეადგინა.

myquiz