"ისლამური სახელმწიფო" მებრძოლებისთვის ანაზღაურების შემცირებას გეგმავს | Allnews.Ge

"ისლამური სახელმწიფო" მებრძოლებისთვის ანაზღაურების შემცირებას გეგმავს

ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" მებრძოლებისთვის და დაჯგუფების სხვა წევრებისთვის ხელფასის განახევრებას აპირებს. ამის შესახებ "ბიბისი" გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით იტყობინება. კერძოდ, ბრიტანეთში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა სირიის მონიტორინგის ცენტრი აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც ანაზღაურების შემცირების შესახებ "ისლამური სახელმწიფოს" განცხადებებსაც მოიცავს. როგორც განცხადებებშია აღნიშნული, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია დაჯგუფებაში შექმნილი "განსაკუთრებული გარემოებების" გამო. მათივე განცხადებით, ანაზღაურების შემცირება ყველას შეეხება.

"ისლამური სახელმწიფოს" ფინანსების შემცირება, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში მათ მიერ კონტროლირებად ნავთობობიექტებზე იერიშების გახშირებამ გამოიწვია. წლის დასაწყისიდან დღემდე აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა სირიასა და ერაყში ექსტრემისტების მიერ კონტროლირებად ობიექტებზე დაახლოებით 270 იერიში მიიტანეს.

myquiz