ვის შეეხება ცვლილებები?- დონალდ ტრამპმა რამდენიმე კატეგორიის სამუშაო ვიზის გაცემა შეაჩერა | Allnews.Ge

ვის შეეხება ცვლილებები?- დონალდ ტრამპმა რამდენიმე კატეგორიის სამუშაო ვიზის გაცემა შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენმტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც რამდენიმე კატეგორიის სამუშაო ვიზის გაცემის 2020 წლის ბოლომდე შეჩერებას ითვალისწინებს, -ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ცვლილება დაახლოებით 525 000 ადამიანს შეეხება. თეთრი სახლის განმარტებით, ტრამპის გადაწყვეტილება შეეხება ახალი ტექნოლოგიების სფეროში, სეზონურ სამსახურებში დასაქმებულებს, საერთაშორისო კორპორაციების მენეჯერებსა და სხვა წამყვან თანამშრომლებს.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები, რომელიც ძალაში 24 ივნისიდან შედის, არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან აშშ-ში და სამუშაო ვიზა აქვთ.

myquiz