კორონავირუსის გავრცელების გამო ავსტრიამ იტალიასთან საზღვარზე შეზღუდვები დააწესა | Allnews.Ge

კორონავირუსის გავრცელების გამო ავსტრიამ იტალიასთან საზღვარზე შეზღუდვები დააწესა

კორონავირუსის გავრცელების გამო ავსტრიამ იტალიასთან საზღვარზე შეზღუდვები დააწესა.

Eurinews-ის ცნობით, იტალიიდან ავსტრიაში შესვლას ვერ შეძლებენ ის პირები, რომლებსაც არ ექნებათ ექიმის ცნობა, სადაც დასასტურებული იქნება, რომ მათ კორნავირუსის ნიშნები არ აღენიშნებათ.

იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდება. ქვეყანა კორონავირუსის გამო საკარანტინო ზომებს ამკაცრებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივ თავშეყრას კრძალავს.

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 97 ადამიანით გაიზარდა და ქვეყანაში ვირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 463 შეადგინა. იტალია მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა, ინფიცირებულთა და ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.

myquiz