საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაკავებულმა უკრაინის ხუთმა მოქალაქემ უვადო შიმშილობა დაიწყო - რას ითხოვენ ისინი? | Allnews.Ge

საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაკავებულმა უკრაინის ხუთმა მოქალაქემ უვადო შიმშილობა დაიწყო - რას ითხოვენ ისინი?

ხუთ­მა უკ­რა­ი­ნელ­მა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­ზღვრო გამ­შვე­ბი პუნ­ქტის „და­რი­ა­ლის“ სარ­დაფ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს.

ამის შე­სა­ხებ "ეხო კავ­კა­ზა" ერთ-ერთი მო­შიმ­ში­ლე­ზე, სერ­გეი ლარ­კო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს. ის და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვეა რაც სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის სა­ზღვარ­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

ლარ­კომ გა­ავ­რცე­ლა თა­ვი­სი მი­მარ­თვის ასლი, რო­მელ­შიც მო­მი­ტინ­გე­თა მო­თხოვ­ნე­ბია მი­თი­თე­ბუ­ლი.

"მე, ლარ­კო სერ­გეი ალექ­სე­ე­ვი­ჩი, ვა­ცხა­დებ გა­ნუ­სა­ზღვრელ ვა­დით შიმ­ში­ლო­ბას, რათა პრო­ტეს­ტი გა­მოვ­ხა­ტო ქარ­თვე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი­სა და ჩემი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო,“ - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ლარ­კოს თქმით, ის რუ­სე­თი­დან 2025 წლის 21 ივ­ნისს იქნა დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე, ოფიც­რებ­მა ჩა­მო­არ­თვეს პას­პორ­ტი და ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი კა­ნო­ნი­ე­რი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე შე­აგ­რო­ვეს.

"არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში მო­მა­თავ­სეს და­რი­ა­ლის სა­კონ­ტრო­ლო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტის სარ­დაფ­ში 97 ადა­მი­ან­თან ერ­თად, მათ შო­რის აივ და ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­თან ერ­თად. უარი მი­თხრეს სა­ქარ­თვე­ლო­დან გას­ვლა­ზე, თავ­შე­სა­ფარ­ზე, იუ­რი­დი­ულ დახ­მა­რე­ბა­ზე და ჩემი და­კა­ვე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე“, - ნათ­ქვა­მია სა­ჩი­ვარ­ში.

მო­შიმ­ში­ლე­ე­ბი მო­ი­თხო­ვენ, რომ უკ­რა­ი­ნის კონ­სულს მი­ე­ცეს მათ­თან შეხ­ვედ­რის უფ­ლე­ბა, გა­ნუ­მარ­ტონ მათი და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზე­ბი, მი­ე­ცეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან გას­ვლის ან სა­ერ­თა­შო­რი­სო დაც­ვის მო­თხოვ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩა­უ­ტარ­დეთ სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა და შე­წყდეს ის ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ისი­ნი უკა­ნო­ნოდ მი­იჩ­ნე­ვენ.

მო­ნა­წი­ლე­ე­ბის თქმით, შიმ­ში­ლო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ წარ­დგე­ნი­ლი ყვე­ლა მო­თხოვ­ნა არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა.

"შე­გახ­სე­ნებთ, რომ რუ­სე­თი რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე აგ­ზავ­ნის პა­ტიმ­რებს, რომ­ლე­ბიც თავ­და­პირ­ვე­ლად უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გა­ა­სა­მარ­თლეს და შემ­დგომ­ში რუ­სე­თის მიერ იქნა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი სას­ჯელს რუ­სე­თის კო­ლო­ნი­ებ­ში იხ­დიდ­ნენ, სა­დაც იძუ­ლე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ ამ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის იყო გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი, არ გა­აჩ­ნი­ათ სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის­თვის სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტე­ბი და მათი ქვე­ყა­ნა­ში შეშ­ვე­ბა „საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს“, - წერს გა­მო­ცე­მა.

ადრე, BBC-მ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე ჩარ­ჩე­ნი­ლი რუ­სე­თი­დან დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის შეშ­ვე­ბა­ზე მოლ­დო­ვა­მაც უარი თქვა.

3 აგ­ვის­ტოს, უკ­რა­ი­ნის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლის ცენ­ტრმა უარ­ყო მოს­კო­ვის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ თით­ქოს უკ­რა­ი­ნა უარს აცხა­დებს მი­ი­ღოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე მყო­ფი 90 სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე.კი­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე სის­ტე­მა­ტუ­რად მუ­შა­ობს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად, მხო­ლოდ იმ პი­რო­ბით, რომ ისი­ნი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას და­ა­დას­ტუ­რე­ბენ.