„3 დღე უწყლოდ ვიყავით, შეზლონგებს შორის ძროხა დადის, პლაჟები ნაგავსაყრელებს ჰგავს“ - რუსი ტურისტები ოკუპირებულ აფხაზეთში დასვენებაზე უარს ამბობენ | Allnews.Ge

„3 დღე უწყლოდ ვიყავით, შეზლონგებს შორის ძროხა დადის, პლაჟები ნაგავსაყრელებს ჰგავს“ - რუსი ტურისტები ოკუპირებულ აფხაზეთში დასვენებაზე უარს ამბობენ

"დო­ში­რა­კის" სკან­და­ლის შემ­დეგ, აფხა­ზე­თის კუ­რორ­ტებ­ზე რუსი ტუ­რის­ტე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ახა­ლი ტალ­ღა აგორ­და. ამ სკან­დალს სა­ფუძ­ვლად და­ე­დო აფხა­ზე­თის ტუ­რიზ­მის სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის, ქრის­ტი­ნა ლა­კერ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბა. მან თქვა, რომ აფხა­ზეთს არ სჭირ­დე­ბა ღა­რი­ბი ტუ­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ტე­ბის ყიდ­ვის ნაც­ვლად, "დო­ში­რა­კით“ იკ­ვე­ბე­ბი­ან.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ლი­ო­ნო­ბით რუსი ტუ­რის­ტის­თვის საყ­ვა­რელ და­სას­ვე­ნე­ბელ ად­გი­ლად ით­ვლე­ბო­და, 2025 წელს კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში მო­ექ­ცა. სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბით, ზღვის სა­ნა­პი­რო­ე­ბი­თა და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბით, ახლა უფრო ხში­რად ასო­ცირ­დე­ბა თაღ­ლი­თო­ბას­თან, უხა­რის­ხო სერ­ვის­სა და ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ას­თან, - ამის თა­ო­ბა­ზე რუ­სუ­ლი მე­დია. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი და ტუ­რის­ტუ­ლი ფო­რუ­მე­ბი სავ­სეა იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბით.

რუსი ტურისტები ოკუპირებულ აფხაზეთში დასვენებაზე უარს ამბობენ

"წყალ­გა­რე­უ­ლი ღვი­ნო, ყველ­გან მი­მო­ფან­ტუ­ლი ნა­გა­ვი და თაღ­ლი­თო­ბა ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე - იქ მეტს აღა­რას­დროს ჩა­ვალ“, – ეს მხო­ლოდ ერთ-ერ­თია ათა­სო­ბით მსგავ­სი კო­მენ­ტა­რი­დან.

ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რუსი ტუ­რის­ტე­ბის ახა­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კვია, რა­ტომ იქცა და­პი­რე­ბუ­ლი სა­მო­თხე რუ­სე­ბის­თვის ჯო­ჯო­ხე­თად.

რუ­სე­ბის დიდი ნა­წი­ლი აფხა­ზეთ­ში იაფი და ეგ­ზო­ტი­კუ­რი დას­ვე­ნე­ბის იმე­დით მი­ემ­გზავ­რე­ბა, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბა ხში­რად მო­ლო­დინს არ ამარ­თლებს. 2025 წელს, ისე­თი პლატ­ფორ­მე­ბის გა­მო­კი­თხვე­ბით, რო­გო­რი­ცაა IRecommend და TripAdvisor, გაგ­რა­ში, ბიჭ­ვინ­თა­სა და ახალ ათონ­ში და­ტო­ვე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის 70% ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრობ­ლე­მებ­ზე მი­უ­თი­თებს.

ტუ­რის­ტე­ბი ლა­პა­რა­კო­ბენ მუდ­მივ პრობ­ლე­მებ­ზე წყლი­სა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. "სამი დღე უწყლოდ ვი­ყა­ვით. ცხე­ლი წყა­ლი არ იყო, სი­ნათ­ლე ციმ­ცი­მებ­და, პლა­ჟე­ბი კი ნაგ­ვით იყო სავ­სე“, - წერს ერთ-ერთი დამ­სვე­ნე­ბე­ლი.

ნა­გა­ვი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მწვა­ვე პრობ­ლე­მაა. ოდეს­ღაც სუფ­თა პლა­ჟე­ბი დღეს ნა­გავ­საყ­რე­ლებს ჰგავს.

"ბიჭ­ვინ­თის სა­ნა­პი­რო­ზე ბოთ­ლე­ბი, პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბი და სი­გა­რე­ტის ნამ­წვა­ვე­ბი ყრია. სე­ზო­ნის პიკ­ში ძრო­ხა შეზ­ლონ­გებს შო­რის და­დის, იქვე კი ბავ­შვე­ბი თა­მა­შო­ბენ“, - ჩი­ვის ეკა­ტე­რინ­ბურ­გე­ლი ტუ­რის­ტი.

ექ­სპერ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა 1990-იანი წლე­ბის დო­ნე­ზეა გა­ჩე­რე­ბუ­ლი: და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გზე­ბი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი და თა­ნა­მედ­რო­ვე კომ­ფორ­ტის არარ­სე­ბო­ბა უკვე ტუ­რის­ტე­ბის მა­სობ­რივ გა­დი­ნე­ბას იწ­ვევს.

თაღ­ლი­თო­ბა და ქურ­დო­ბა ტუ­რიზ­მის სა­ხეს აზი­ა­ნებსტუ­რის­ტე­ბის მი­მო­ხილ­ვებ­ში ხში­რია სა­უ­ბა­რი თაღ­ლი­თო­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ღვი­ნო­სა და თაფლთან და­კავ­ში­რე­ბით. დამ­სვე­ნებ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ ხში­რად ატყუ­ე­ბენ, ჰპირ­დე­ბი­ან ში­ნა­ურ, ნა­ტუ­რა­ლურ პრო­დუქ­ტებს, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ უხა­რის­ხო და გა­ზა­ვე­ბულ სა­ქო­ნელს ასა­ღე­ბენ.

"ში­ნა­უ­რი ღვი­ნის ნაც­ვლად, წყალ­ში გა­ზა­ვე­ბუ­ლი, სა­ღე­ბა­ვი­ა­ნი სი­თხე მოგ­ვყი­დეს. გემო ქი­მი­ურ კომ­პოტს ჰგავ­და“, – წერს ტუ­რის­ტი.

გარ­და ამი­სა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ქურ­დო­ბის ფაქ­ტე­ბიც. სას­ტუმ­რო­ებ­სა და სას­ტუმ­რო სახ­ლებ­ში სტუმ­რებს ნივ­თებს ხში­რად ჰპა­რა­ვენ.

"ჩემს მე­გო­ბარს 2000 დო­ლა­რი და სხვა ნივ­თე­ბი მოჰ­პა­რეს. პერ­სო­ნალ­მა უბ­რა­ლოდ ხე­ლე­ბი და­ი­ბა­ნა, პო­ლი­ცი­ამ კი არა­ფე­რი იღო­ნა“, - ვკი­თხუ­ლობთ ერთ-ერთ ფო­რუმ­ზე.

განაგრძეთ კითხვა