“თითქოს ვიღაც ექსპერიმენტს ატარებს ერზე - როდესაც ამხელა ბრგე კაცებს მოჰყავთ დაკავებული ეს პატარა ქალი და ის თავს ითავისუფლებს, თურმე თავდასხმაა“ - ირმა სოხაძე | Allnews.Ge

“თითქოს ვიღაც ექსპერიმენტს ატარებს ერზე - როდესაც ამხელა ბრგე კაცებს მოჰყავთ დაკავებული ეს პატარა ქალი და ის თავს ითავისუფლებს, თურმე თავდასხმაა“ - ირმა სოხაძე

“ყო­ველ დღე უფრო მძი­მე, უფრო და­უ­ჯე­რე­ბე­ლი და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე ვდგე­ბით. თით­ქოს ვი­ღაც ექ­სპე­რი­მენტს ატა­რებს სრუ­ლი­ად ერზე,“ - ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რალ­მა და მუ­სი­კოს­მა ირმა სო­ხა­ძემ “ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში, და­კა­ვე­ბუ­ლი აქ­ტი­ვის­ტის, ნინო და­თაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იყო გან­რი­დე­ბის ის ფორ­მა, თუ რო­გორ მო­ექ­ცნენ მას მან­და­ტუ­რე­ბი სა­სა­მარ­თლო­ში.“ყვე­ლა ლა­ბი­ლუ­რი ემო­ცი­ე­ბით ვართ, ყვე­ლა­ფერ­ზე გვე­ტი­რე­ბა, სა­ოც­რად გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი გვაქვს ემო­ცი­ე­ბი, იმი­ტომ, რომ რა­საც ჩვენ ვუ­ყუ­რებთ ბოლო წე­ლი­წად ნა­ხე­ვა­რია... მეს­მის, რომ თან­და­თან ტვი­ნი ყვე­ლა­ფერს ეგუ­ე­ბა. გუ­შინ მი­უ­ღე­ბე­ლი, დღეს მი­სა­ღე­ბი ხდე­ბა. ალ­ბათ იმა­საც რა­ღაც­ნა­ი­რად მი­ვი­ღებთ, რა­საც ხვალ გვიმ­ზა­დე­ბენ, მაგ­რამ დღეს ვერ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია. თუმ­ცა არის რა­ღა­ცე­ბი, რა­საც ვერ ვი­ღებთ, იმი­ტომ რომ ამა­საც აქვს ზღვა­რი.

ნი­ნოს არ ვიც­ნობ პი­რა­დად, მაგ­რამ ეს არ არის მთა­ვა­რი. პირ­ვე­ლი­ვე კად­რი­დან, რო­დე­საც სამ მან­და­ტურს, ამ­ხე­ლა ბრგე კა­ცებს მოჰ­ყავთ და­კა­ვე­ბუ­ლი ეს პა­ტა­რა ქალი და ის გა­აფ­თრე­ბუ­ლი თავს ითა­ვი­სუფ­ლებს - თურ­მე ეს თავ­დას­ხმაა. მე არ ვიცი რას ვი­ზამ­დი იმ მო­მენ­ტში, ალ­ბათ გა­დახ­ვალ ჭკუ­ი­დან. შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია... ჯერ ხელი რო­გორ უნდა მოგ­კი­დოს ვი­ღა­ცამ, რო­გორ უნდა გა­გათ­რი­ოს ასე.

პირ­ვე­ლი კად­რი­დან სა­ო­ცა­რი ემ­პა­თია მაქვს და თა­ნაგ­რძნო­ბა მაქვს მის მი­მართ,“ - გა­ნა­ცხა­და ირმა სო­ხა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ ნინო და­თაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ „სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ მო­ი­თხო­ვა და­თაშ­ვი­ლის­თვის სა­სა­მარ­თლოს ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა, რაც სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა“. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ გან­მარ­ტა, რომ თა­ვად დაც­ვის მხა­რემ წა­რად­გი­ნა ნინო და­თაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის ამ­სახ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, სა­დაც თან­მხლებ და­ა­ვა­დე­ბად მი­თი­თე­ბუ­ლია ფსი­ქო-ემო­ცი­უ­რი ლა­ბი­ლო­ბა და ექ­სპერ­ტი­ზის და­ნიშ­ვნა მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ამი­ტომ ჩა­ით­ვა­ლა. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, ნინო და­თაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ და­თაშ­ვილს აქვს ფსი­ქო-ემო­ცი­უ­რი ლა­ბი­ლო­ბა, რაც სიმპტო­მია და არა დი­აგ­ნო­ზი.

ნინო და­თაშ­ვი­ლი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 9 ივ­ნისს მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გამო 20 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე სე­კუნ­და მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ზე თავ­დას­ხმას მის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ჯა­რი­მას, ან 4-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.