პარლამენტთან აქციის ოფიციალური ნაწილი დასრულდა, თუმცა ადგილზე კვლავ რჩება მოქალაქეთა ნაწილი | Allnews.Ge

პარლამენტთან აქციის ოფიციალური ნაწილი დასრულდა, თუმცა ადგილზე კვლავ რჩება მოქალაქეთა ნაწილი

პარლამენტთან, სადაც მოქალაქეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, აქცია დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი აქციის ოფიციალური ნაწილი დასრულდა, მოქალაქეები მაინც რჩებიან საკანონმდებლო ორგანოსთან.

დღევანდელ აქციაზე, ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნეს. რამდენიმე მოთხოვნასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება.

სალომე ზურაბიშვილმა აქცია ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ, არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გუშინ დააანონსა.