Prada-სა და Ferragamo-ს უძვირფასესი ფეხსაცმელები, რომლებიც ანუკი არეშიძემ და შორენა ბეგაშვილმა მოირგეს - რა ღირს ცნობილი ქართველების ფავორიტი და ტრენდული ფეხსაცმელი
ლეოპარდის პრინტიანი ფეხსაცმელი 2024 წლის ტრენდია. ასეთმა ფეხსაცმელებმა ჯერ მოდის კვირეულები დაიპყრო ხოლო შემდეგ, ყოველდღიურობაში გადმოინაცვლა და ქუჩის სტილის განუყოფელ ნაწილად იქცა.
ლეოპარდის პრინტიანი ფეხსაცმელები,სხვადასხვა სტილის ე.წ. ბალეტკები, "მერი ჯეინები“ პლატფორმები ესანიშნავად ერწყმიან სხვადასხვა სტილს, იქნება ეს ყოველდღიური თუ უფრო ოფიციალური ჩაცმულობა.ლეოპარდის პრინტს ხშირად ნეიტრალურად მიიჩნევენ მისი თბილი ფერების კომბინაციის გამო, რაც საშუალებას იძლევა, მარტივად შეუსაბამოთ სხვადასხვა ფერის სამოსს.
მოდას რა თქმა უნდა, ცნობილი ქართველებიც უწყობენ ფეხს. ჩვენი ყურადღება კი ანუკი არეშიძემ და შორენა ბეგაშვილმა მიიქციეს, მით უფრო, რომ მათ ქართველი ქალების ნაწილის სტილზე საკმაო გავლენა აქვთ.შორენა ბეგაშვილმა ახლახან ფოტოები გამოაქვეყნა სადაც ინფლუენსერსა და მსახიობს Ferragamo-ს ლეოპარდის პრინტიანი პლატფორმა აცვია, რომლის ფასიც 1150 ევროა. როგორც ფოტოში ჩანს, შორენამ ფეხსაცმელი თეთრ შარვალს შეუხამა.
Prada-ს ფეხსახმელზე გააკეთა არჩევანი ანუკი არეშიძემ. მისი ღირებულება 1 287 დოლარია. დიზაინერმა ლეოპარდის პრინტი შემოდგომის ფერებს შეუხამა. იხილეთ სრულად