რა ქონებას ფლობენ ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი?
MMA-ის სპორტსმენებს, ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს, რომლებმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის ტიტულები მოუტანეს, საქართველოს მთავრობა ჯილდოს სახით ბიუჯეტიდან მილიონ ლარს გადაუხდის.
Essentiallysports-ის მონაცემების მიხედვით, ილია თოფურიას ქონება დაახლოებით ერთ მილიონ დოლარს შეადგენს. გამოცემა წერს, რომ თოფურიას საბაზისო ანაზღაურება მოგებული ბრძოლისთვის 80 ათასი დოლარია. ამას გამარჯვების შემდეგ ემატება ბონუსები.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, მერაბ დვალიშვილის ქონება დაახლოებით 2 მილიონ დოლარად არის შეფასებული. სპორტსმენის საბაზისო ანაზღაურება თითო მოგებული ბრძოლისთვის ბონუსების გარეშე 200 ათას დოლარს შეადგენს.
UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება.