“ჩემი ოცნება იყო ქართველ ხალხთან აღმენიშნა გამარჯვება - მე გაჩერებას არ ვაპირებ“ - მერაბ დვალიშვილი | Allnews.Ge

“ჩემი ოცნება იყო ქართველ ხალხთან აღმენიშნა გამარჯვება - მე გაჩერებას არ ვაპირებ“ - მერაბ დვალიშვილი

“ყო­ველ­თვის ვგრძნობ სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რას. ჩემი ოც­ნე­ბა იყო, რომ ქარ­თველ ხალ­ხთან აღ­მე­ნიშ­ნა ეს გა­მარ­ჯვე­ბა და სი­ხა­რუ­ლი“, -ამის შე­სა­ხებ UFC- ის ქარ­თველ­მა ჩემ­პი­ონ­მა, მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც მას მხარ­დამ­ჭე­რე­ბი დახ­ვდნენ.

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის თქმით, წარ­მა­ტე­ბა და შრო­მა ყო­ველ­თვის ფას­დე­ბა.

"ეს არის ჩემი უზარ­მა­ზა­რი მო­ტი­ვა­ცია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდის, უამ­რა­ვი სპორ­ტსმე­ნის თუ ზო­გა­დად, სტუ­დენ­ტის. ის უნდა იყოს მო­ტი­ვა­ცია, რომ წარ­მა­ტე­ბა და შრო­მა ფას­დე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია, მე გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებ. კი­დევ ბევ­რი გა­მარ­ჯვე­ბა გვე­ლო­დე­ბა წინ", - გა­ნა­ცხა­და დვა­ლიშ­ვილ­მა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოწ­ვე­ვის­თვის მზად არის. ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, UFC-ის ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია. თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში მას გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დახ­ვდნენ. მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა აე­რო­პორ­ტი­დან მსვლე­ლო­ბით ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან გა­და­ი­ნაც­ვლა. ად­გილ­ზე მას გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ელოდ­ნენ. დვა­ლიშ­ვილ­მა მხარ­დამ­ჭე­რებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ წარ­მა­ტე­ბის­თვის ყო­ველ­თვის ბო­ლომ­დე და­ი­ხარ­ჯე­ბა.

ცნო­ბის­თვის, UFC-ის სა­ჩემ­პი­ო­ნო ქამ­რის­თვის ბრძო­ლა­ში ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა, მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა ამე­რი­კე­ლი შონ ო’მალი და­ა­მარ­ცხა. შე­დე­გად, დვა­ლიშ­ვი­ლი UFC-ის სუ­პერმ­სუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი მე­ო­რე ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლია, რო­მე­ლიც UFC-ის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2024 წლის თე­ბერ­ვალ­ში ქვემ­სუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემ­პი­ო­ნი ილია თო­ფუ­რია გახ­და.