"ეს კარგი ნაჭამ-ნასვამი პოლიციელი ზაქრო ჩოხელია, რომელიც კადრებშიც ჩანს, როგორ მირტყამს" - ალეკო ელისაშვილი | Allnews.Ge

"ეს კარგი ნაჭამ-ნასვამი პოლიციელი ზაქრო ჩოხელია, რომელიც კადრებშიც ჩანს, როგორ მირტყამს" - ალეკო ელისაშვილი

მე­ხუ­თე თვეა, რაც ამ სა­ცო­და­ო­ბა სტრუქ­ტუ­რა­ში [სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი] მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მე, ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. 17 აპ­რილს, სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბით 10-15-20 პო­ლი­ცი­ე­ლი და­მეს­ხა თავს და ად­გი­ლი ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას ჰქონ­და. ამის შემ­დეგ და­ი­წყო ფე­ხათ­რე­უ­ლი, წე­ლათ­რე­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა - ეს კარ­გი ნა­ჭამ-ნას­ვა­მი პო­ლი­ცი­ე­ლი ზაქ­რო ჩო­ხე­ლი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც კად­რებ­შიც ჩანს, რო­გორ მირ­ტყამს,- ამის შე­სა­ხებ "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა, სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, ყვე­ლა ის პირი, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ კან­ცე­ლა­რი­ას­თან მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ში, ასე­ვე ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა ამ პო­ლი­ცი­ე­ლებს ხელს აფა­რე­ბენ, კა­ნო­ნის წი­ნა­შე აგე­ბენ პა­სუხს.

"ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე, არის ერთი სა­ცო­და­ვი ბე­ჩა­ვი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი. მე-5 თვეა, რაც აი ამ სა­ცო­და­ო­ბა სტრუქ­ტუ­რა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მე ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. 17 აპ­რილს, სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბით 10-15-20 პო­ლი­ცი­ე­ლი და­მეს­ხა თავს და ად­გი­ლი ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას ჰქონ­და. ამის შემ­დეგ და­ი­წყო ფე­ხათ­რე­უ­ლი, წე­ლათ­რე­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა. ერ­თის მხრივ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი, მე­ო­რეს მხრივ შსს აცხა­დებს, რომ ვერ და­ად­გი­ნეს თუ ვინ იყ­ვნენ ის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, არა­და ერთ-ერ­თმა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ ექ­სკლუ­ზი­უ­რი კად­რე­ბი აჩ­ვე­ნა, სა­დაც ჩა­ნან პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. თავს იდე­ბი­ლებს ეს სამ­სა­ხუ­რი, მოქ­მე­დი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ვი­თომ ვერ და­ად­გი­ნეს ვინ იყ­ვნენ.

მე და­ვად­გი­ნე ერთ-ერთი მათ­გა­ნი, ეს კაი ნა­ჭამ-ნას­ვა­მი პო­ლი­ცი­ე­ლი ზაქ­რო ჩო­ხე­ლი გახ­ლავთ, ხა­შუ­რის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, ამ­ჟა­მად კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნია, სწო­რედ ეს არის, რო­მე­ლიც კად­რებ­შიც ჩანს, რო­გორ მირ­ტყამს, გა­მორ­ბის გა­ვე­შე­ბუ­ლი და წაქ­ცე­ულს რამ­დენ­ჯერ­მე მირ­ტყამს. ეს არის ძა­ლი­ან მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამ მა­სა­ლას კი მი­ვაწ­ვდით ამ სა­ცო­და­ო­ბა უწყე­ბას, მაგ­რამ ზაქ­რო ჩო­ხელს ამ ჯი­გარს მინ­და ვუ­თხრა, ჩემო ზაქ­რო შენ ძა­ლი­ან მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნე, რო­მე­ლიც ცი­ხე­ში დიდი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯდო­მით ის­ჯე­ბა, ახლა კი ხელს პო­ლი­ცია გა­ფა­რებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რო­გორც კი შე­იც­ვლე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად მო­გიწ­ვეს კა­ნო­ნის წი­ნა­შე მკაც­რად პა­სუ­ხის გება. ვინც ხელს გა­ფა­რებს, ვინც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, აუ­ცი­ლებ­ლად სა­თი­თა­ოდ აგებთ პა­სუხს“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, გი­ორ­გი რეხ­ვი­აშ­ვი­ლის თქმით, ისი­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის­გან ქმე­დით ნა­ბი­ჯებს ელო­დე­ბი­ან, რომ ყვე­ლა პირი, რომ­ლებ­მაც ალე­კო ელი­საშ­ვილ­ზე იძა­ლა­და, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში იქ­ნე­ბი­ან მი­ცე­მუ­ლე­ბი.

"ჩვენ ვნა­ხეთ კად­რებ­ში და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის სა­ხე­ე­ბი. შსს-მ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მი­ა­წო­და. ჩვენ, ჩვე­ნი რე­სურ­სე­ბით და­ვად­გი­ნეთ თუ ვინ ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­საც წე­რი­ლო­ბი­თაც მი­ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას. იმე­დი გვაქვს, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი უკან არ და­ი­ხევს, ქმე­დით ნა­ბი­ჯებს გა­ა­ტა­რეს და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცემ იმ პი­რებს, რომ­ლებ­მაც ეს და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი რეხ­ვი­აშ­ვილ­მა.