"საქართველოში საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციას თითქმის აღარ იკეთებენ..." - რას ამბობენ ცნობილი პლასტიკური ქირურგი და გინეკოლოგი ტაბუდადებულ თემაზე | Allnews.Ge

"საქართველოში საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციას თითქმის აღარ იკეთებენ..." - რას ამბობენ ცნობილი პლასტიკური ქირურგი და გინეკოლოგი ტაბუდადებულ თემაზე

ჰი­მე­ნოპ­ლას­ტი­კა, იგი­ვე ქალ­წუ­ლო­ბის ქი­რურ­გი­უ­ლი გზით აღ­დგე­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი 2000-იან წლებ­ში გახ­და, რო­დე­საც ცნო­ბილ­მა პლას­ტი­კურ­მა ქი­რურ­გებ­მა ამა­ზე სა­უ­ბა­რი ხმა­მაღ­ლა და­ი­წყეს. თუმ­ცა ცხა­დია, მსგავ­სი ოპე­რა­ცი­ე­ბი საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­შიც ტარ­დე­ბო­და, ოღონდ მა­შინ ამა­ზე ხმა­მაღ­ლა არა­ვინ სა­უბ­რობ­და.

2010 წელს პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი საშა კა­ლან­ტა­რო­ვი გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" ჰყვე­ბო­და, რომ მის კა­ბი­ნეტს ხში­რად აკი­თხავ­დნენ გო­გო­ნე­ბი სა­ქალ­წუ­ლე აპ­კის აღ­დგე­ნის მო­თხოვ­ნით, თუმ­ცა იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც აღ­მო­ჩე­ნი­ლა, რომ სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი რჩე­ბოდ­ნენ.

საშა კა­ლან­ტა­რო­ვი:

- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც გო­გო­ნა მო­სუ­ლა და უთხო­ვია, ქალ­წუ­ლო­ბა აღ­მიდ­გი­ნე­თო, მაგ­რამ რო­დე­საც გაგ­ვი­სინ­ჯავს, ქალ­წუ­ლი აღ­მო­ჩე­ნი­ლა. ეს სა­ქალ­წუ­ლე აპ­კის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­თა ბრა­ლია. არ­სე­ბობს უამ­რა­ვი სა­ხის სა­ქალ­წუ­ლე აპკი, მათ შო­რის ისე­თიც, რო­მე­ლიც სექ­სუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტის მი­უ­ხე­და­ვად, არ სკდე­ბა. რო­დე­საც ვე­უბ­ნე­ბი, აპკი და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი გაქვთ, კვლავ ქალ­წუ­ლი ხართ-მეთ­ქი, სი­ხა­რუ­ლის­გან ჭკუ­ი­დან გა­და­დი­ან...

ჯერ კი­დევ 2012 წელს პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის, გუგა კუ­ზა­ნო­ვის ინ­ტერ­ვი­უმ, სა­დაც ამ­ბობ­და, რომ მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში ქალ­წუ­ლო­ბის აღ­დგე­ნის ოპე­რა­ცი­ე­ბი არ კეთ­დე­ბა, რად­გან ქორ­წი­ლე­ბი არ იმარ­თე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში ჩა­აგ­დო. რო­გორც სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბი­სას გა­ვარ­კვი­ეთ, 2024 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლე­ბი აპ­კის აღ­სად­გე­ნად კლი­ნი­კებს იშ­ვი­ა­თად აკი­თხა­ვენ.

ორი სა­ხის ოპე­რა­ცია - დრო­ე­ბი­თი და მუდ­მი­ვი

არ­სე­ბობს ჰი­მე­ნოპ­ლას­ტი­კის ორი სა­ხე­ო­ბა. პირ­ვე­ლი, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტის სა­ქალ­წუ­ლე აპკი იკე­რე­ბა მცი­რე ხნით – რამ­დე­ნი­მე დღით, ამ მე­თოდს ქორ­წი­ლის წინა დღე­ებ­ში მი­მარ­თა­ვენ. და მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი, როცა ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა მთლი­ა­ნად აღ­დგე­ბა. ორი­ვე ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია ქალს ჰქონ­დეს ვა­გი­ნა­ლუ­რი სის­ხლდე­ნა ან გარ­თუ­ლე­ბე­ბი, ასე­ვე ტკი­ვი­ლი სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის დროს. ამის შე­სა­ხებ ექი­მე­ბი მათ ყო­ველ­თვის აფრ­თხი­ლე­ბენ.

...ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ჰი­მე­ნოპ­ლას­ტი­კას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბი მი­მარ­თა­ვენ. მათ სა­ქალ­წუ­ლე აპ­კის აღ­დგე­ნა მო­ძა­ლა­დის მიერ მი­ყე­ნე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი (და ფსი­ქი­კუ­რი) ტრავ­მის შე­დე­გე­ბის აღ­მო­ფხვრა­ში ეხ­მა­რე­ბათ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალ­წუ­ლო­ბის აღ­დგე­ნის ოპე­რა­ცია ლე­გა­ლუ­რია. ფასი 700-2000 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს, გა­აჩ­ნია კლი­ნი­კას და ჰი­მე­ნოპ­ლას­ტი­კა მუდ­მი­ვია თუ დრო­ე­ბი­თი.

სა­ქარ­თვე­ლო დღეს...

რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სა­ქალ­წუ­ლე აპ­კის და­ზი­ა­ნე­ბა მხო­ლოდ სქე­სობ­რი­ვი აქ­ტით არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი და ასე­ვე პირ­ვე­ლი კონ­ტაქ­ტი­საც შე­იძ­ლე­ბა ის სა­ერ­თოდ არც და­ირ­ღვეს.

მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი:

- სა­ქალ­წუ­ლე აპ­კის ფორ­მა და სის­ქე გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ყვე­ლა ქალ­ში. პირ­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტის დროს სის­ხლდე­ნა შე­საძ­ლოა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს ქალ­წუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვას­თან, მაგ­რამ ეს არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ზო­გი­ერ­თი ქა­ლის სა­ქალ­წუ­ლე აპკი შე­იძ­ლე­ბა იყოს ელას­ტი­კუ­რი და არ და­ირ­ღვეს სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტი­სას, ან მისი დარ­ღვე­ვა მოხ­დეს სის­ხლდე­ნის გა­რე­შე, მცი­რე ან პი­რი­ქით, ჭარ­ბი სის­ხლდე­ნით. ასე­ვე, აპ­კის და­ზი­ა­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის დროს, რო­გო­რი­ცაა სპორ­ტი ან ტამ­პო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ­რი­გად, სის­ხლდე­ნის არარ­სე­ბო­ბა პირ­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტი­სას არ მი­უ­თი­თებს ქალ­წუ­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბა­ზე. იხილეთ სრულად