კადრები სარფიდან: სატვირთოში დამალული მიგრანტები საზღვარზე უკანონოდ შემოსვლას გეგმავდნენ - დაკავებულია 4 პირი | Allnews.Ge

კადრები სარფიდან: სატვირთოში დამალული მიგრანტები საზღვარზე უკანონოდ შემოსვლას გეგმავდნენ - დაკავებულია 4 პირი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თის, გა­დაკ­ვე­თის მცდე­ლო­ბის, სა­ზღვარ­ზე მიგ­რან­ტის უკა­ნო­ნოდ გა­დაყ­ვა­ნის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის ბრალ­დე­ბით უცხო ქვეყ­ნის 4 მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე - 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.დ თა­ვი­სი მარ­თვის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნით, ასე­ვე, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის: 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ო -ს და 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქ. ჰ.-ს სა­სა­ზღვრო სა­კონ­ტრო­ლო-გამ­ტა­რი პუნ­ქტის "სარ­ფის" გვერ­დის ავ­ლით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნოდ გად­მოყ­ვა­ნას ცდი­ლობ­და. პო­ლი­ცი­ამ სა­მი­ვე მათ­გა­ნი სა­სა­ზღვრო გამ­შვე­ბი პუნ­ქტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვა.სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე - 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.-ი. ქუ­თა­ი­სის და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში იმ დროს და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც ის ყალ­ბი პას­პორ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბას ცდი­ლობ­და.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-344-ე, 344-ე, 24-344-ე პრი­მა და 362 -ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.