რა დაჯდა ეროვნული ნაკრების „ევრო 2024“-დან დაბრუნების აღსანიშნავი ღონისძიებები | Allnews.Ge

რა დაჯდა ეროვნული ნაკრების „ევრო 2024“-დან დაბრუნების აღსანიშნავი ღონისძიებები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების „ევრო 2024“-დან დაბრუნების აღსანიშნავად გამართული ღონისძიებებისთვის თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ეს ღონისძიება 260 000 ლარი დაჯდა.

განკარგულების მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საჭირო ხარჯების დაფარვის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციისთვის თანხის გამოყოფა დაევალა.