"რატომ გაწირეს ასე ჩემი შვილი?!... თემო ჩემი ერთადერთი შვილია, აფხაზეთიდან დევნილები ვართ": ვინ ესროლა კურიერს: რას ჰყვებიან ნუცუბიძეზე დაჭრილი თემო სიგუას ოჯახის წევრები | Allnews.Ge

"რატომ გაწირეს ასე ჩემი შვილი?!... თემო ჩემი ერთადერთი შვილია, აფხაზეთიდან დევნილები ვართ": ვინ ესროლა კურიერს: რას ჰყვებიან ნუცუბიძეზე დაჭრილი თემო სიგუას ოჯახის წევრები

გუ­შინ ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე "გლო­ვოს" კუ­რი­ერს თემო სი­გუ­ას თავს და­ესხნენ და მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი რვა­ნი იყ­ვნენ. დაჭ­რილ თემო სი­გუ­ას გუ­შინ­ვე ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში რთუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და:

ლენა ჩო­გო­ვა­ძე, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის დედა:- თემო ჩემი ერ­თა­დერ­თი შვი­ლია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ოპე­რა­ცი­ამ კარ­გად ჩა­ი­ა­რა, თუმ­ცა წინა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დიდი გზაა, რა­საც, რო­გორც გვე­უბ­ნე­ბი­ან, 5-6 თვე დას­ჭირ­დე­ბა. "გლო­ვო­მაც" უარი თქვა კომ­პენ­სა­ცი­ა­ზე. არ ვიცი, რა უნდა გა­ვა­კე­თოთ. ჩემი შვი­ლი არ­ჩენ­და ოჯახს. 32 წლის არის და დი­ლის 8 სა­ათ­ზე რომ გა­დი­ო­და სახ­ლი­დან, სა­ღა­მოს 12 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ობ­და. ჰყავს მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი, რო­მელ­საც ასე­ვე ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს და მის­თვის სა­ჭი­რო თან­ხებ­საც კუ­რი­ე­რად მუ­შა­ო­ბით შო­უ­ლობ­და. ახლა ისიც მა­წუ­ხებს, რა ეშ­ვე­ლე­ბა მის ოჯახს.

რა დღე­ში ჩაგ­ვაგ­დეს... რა­ტომ გა­წი­რეს ასე ჩემი შვი­ლი?! 3 წე­ლია, "გლო­ვო­ში" მუ­შა­ობს. ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობს ცოლ-შვილ­თან ერ­თად. აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლე­ბი ვართ და ამ დრომ­დე ბი­ნაც არა­ვინ მის­ცა. ომი რომ და­ი­წყო, თემო იმ დღეს და­ი­ბა­და - 1992 წლის 14 აგ­ვის­ტოს. მე მედ­და ვარ, ომის მო­ნა­წი­ლე. ძუ­ძუმ­წო­ვა­რა ბავ­შვს სახ­ლში ვტო­ვებ­დი და დაჭ­რი­ლებს ვეხ­მა­რე­ბო­დი. ჩემი ქმა­რი მთა­ვა­რი ექი­მი იყო, ქი­რურ­გი, ჰოს­პიტ­ლის უფ­რო­სი. ყვე­ლა დაჭ­რილს უპატ­რო­ნა. სი­კე­თის მეტი არა­ფე­რი გაგ­ვი­კე­თე­ბია. ერ­თა­დერ­თი სა­ი­მე­დო შვი­ლი მყავს და სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­წი­რეს. თემო ამ­ბობს, იმ თავ­დამ­სხმე­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ერთი და­მეხ­მა­რაო.

რო­გორც ჩანს, ჯერ წა­აქ­ცი­ეს და შემ­დეგ წაქ­ცე­ულს ეს­რო­ლეს ტყვი­ე­ბი. სამი ტყვია ფეხ­ში მოხ­ვდა. ერთ-ერთ თავ­დამ­სხმელს უთ­ქვამს, სა­ნამ უა­რე­სი არ მოხ­და, წა­დიო და დაჭ­რი­ლი და­უს­ვია მო­ტო­ციკ­ლეტ­ზე. რო­გორც გა­ვარ­კვიე, ეს არ არის კუ­რი­ე­რებ­ზე თავ­დას­ხმის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა. ერთი კვი­რის წინ, სწო­რედ ნუ­ცუ­ბი­ძე­ზე, კუ­რი­ერს შეკ­ვე­თის ფული - 13 ლარი არ გა­და­უ­ხა­დეს. მას რომ უთ­ქვამს, მე ხომ არ დავ­დებ ამ ფულ­სო, სცე­მეს. მა­ში­ნაც 4 კაცი იყო.

ვი­თხოვთ, გა­მო­ავ­ლი­ნონ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და და­სა­ჯონ. თემო სა­ერ­თოდ არ არის კონ­ფლიქ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი, ძა­ლი­ან მშვი­დი, ბუნ­ჩუ­ლა ბი­ჭია, ყვე­ლას ღი­მი­ლი­ან სა­ლამს ეუბ­ნე­ბა და რა­ტომ გაგ­ვწი­რეს ასე, არ ვიცი. სულ შრო­მობს. ჯერ კი­დევ მე­ა­თე კლა­სის მოს­წავ­ლე იყო, ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნილ დე­და­ჩემს რომ მო­უ­ა­რა. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვი­ყა­ვი და ზრუნ­ვა არ და­უკ­ლია...წა­ი­კი­თხეთ ვრცლად