ზუკა ბერძენიშვილი - შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე, კიდევ რაღაც პატარა ძვალი არის გატეხილი, მაგრამ არც საოპერაციოა და არც საშიში | Allnews.Ge

ზუკა ბერძენიშვილი - შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე, კიდევ რაღაც პატარა ძვალი არის გატეხილი, მაგრამ არც საოპერაციოა და არც საშიში

სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი, რომელსაც რამდენიმე საათის წინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, მისი ინფორმაციით, მას მომხდარის გამო, ცხვირის ოპერაცია სჭირდება.

„სახლთან დამხვდნენ, უკნიდან წამაქციეს, მირტყეს და გაიქცნენ. შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე, კიდევ რაღაც პატარა ძვალი არის გატეხილი, მაგრამ არც საოპერაციოა და არც საშიში. სხვა ყველაფერი შევამოწმეთ და არაფერი მჭირს. ახლა ერთადერთი რამ მაინტერესებს, მოგვაპოვებინებენ თუ არა კადრებს კამერებიდან, რომელზეც პოლიცია უკვე ფეხს ითრევს“, - წერს ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

myquiz