"პირადად მე გავაგრძელებ ბრძოლას საქართველოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად" - ბიძინა ივანიშვილმა აქციაზე შეკრებილებს მიმართა: რა თქვა "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ? | Allnews.Ge

"პირადად მე გავაგრძელებ ბრძოლას საქართველოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად" - ბიძინა ივანიშვილმა აქციაზე შეკრებილებს მიმართა: რა თქვა "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ?

"სა­ქარ­თვე­ლო უნდა მარ­თოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიერ არ­ჩე­ულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ" - გა­ნა­ცხა­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ სა­ყო­ველ­თაო-სა­ხალ­ხო შეკ­რე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლომ 33 წლის წინ აღიდ­გი­ნა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, თუმ­ცა, ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი, მე­რაბ კოს­ტა­ვა გვაფრ­თხი­ლებ­და: "და­ი­მახ­სოვ­რეთ, თქვენ მო­ეს­წრე­ბით იმ დროს, როცა სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სუ­ფა­ლი გახ­დე­ბა! მაგ­რამ იცო­დეთ, თუ მა­ში­ნაც, და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის შე­წყვეტთ ბრძო­ლას, ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბას და­კარ­გავთ თქვენც და ქვე­ყა­ნაც“.

მისი თქმით, მე­რაბ კოს­ტა­ვას ეს შე­გო­ნე­ბა თი­თო­ე­ულ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე კარ­გად უნდა გვახ­სოვ­დეს.

"მო­გე­სალ­მე­ბით ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო! მი­ვე­სალ­მე­ბი ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ერის ღირ­სე­ულ შვი­ლებს! ყვე­ლას მინ­და მო­გი­ლო­ცოთ ბზო­ბა და წი­ნას­წარ მო­გი­ლო­ცოთ აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლომ 33 წლის წინ აღიდ­გი­ნა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. თუმ­ცა, ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი, მე­რაბ კოს­ტა­ვა გვაფრ­თხი­ლებ­და: "და­ი­მახ­სოვ­რეთ, თქვენ მო­ეს­წრე­ბით იმ დროს, როცა სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სუ­ფა­ლი გახ­დე­ბა! მაგ­რამ იცო­დეთ, თუ მა­ში­ნაც, და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის შე­წყვეტთ ბრძო­ლას, ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბას და­კარ­გავთ თქვენც და ქვე­ყა­ნაც“. მე­რაბ კოს­ტა­ვას ეს შე­გო­ნე­ბა თი­თო­ე­ულ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე კარ­გად უნდა გვახ­სოვ­დეს. სა­ქარ­თვე­ლო უნდა მარ­თოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიერ არ­ჩე­ულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ!”, - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პი­რა­დად იბ­რძო­ლებს "სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის სრუ­ლად აღ­სად­გე­ნად".

"პი­რა­დად მე გა­ვაგ­რძე­ლებ ბრძო­ლას სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის სრუ­ლად აღ­სად­გე­ნად", -აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

myquiz