პარლამენტში ე.წ. აგენტების კანონპროექტის მეორედ მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს - რა ხდება საკანონმდებლო ორგანოში ახლა? | Allnews.Ge

პარლამენტში ე.წ. აგენტების კანონპროექტის მეორედ მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს - რა ხდება საკანონმდებლო ორგანოში ახლა?

პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექტს მე­ო­რე მოს­მე­ნით გან­ხილ­ვა და­ი­წყო. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე კა­ნონპ­რო­ექტს მუხ­ლობ­რი­ვად გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტა­ტებს იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მის გა­და­დე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის გაჟ­ღე­რე­ბა სურ­დათ, თუმ­ცა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ „პრო­ცე­დუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვა არ არის“ და შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნონპ­რო­ექ­ტის მუხ­ლობ­რივ გან­ხილ­ვა­ზე გა­და­ვიდ­ნენ.

კა­ნონპ­რო­ექტს მე­ო­რე მოს­მე­ნით გან­ხილ­ვა ოპო­ზი­ცი­ა­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს."ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა, ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რს, ნო­დარ ტუ­რძე­ლა­ძეს მო­უ­წო­და, რომ „წე­სი­ე­რად ილა­პა­რა­კოს“.

"წე­სი­ე­რად ილა­პა­რა­კე. ჩემი მე­გო­ბა­რი ხარ, თუ რო­გორ მე­ლა­პა­რა­კე­ბი“, - მი­მარ­თა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ ტუ­რძე­ლა­ძეს.

სხდო­მის თავ­მჯდო­მა­რემ, ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა წეს­რი­გის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­და და გაფრ­თხი­ლე­ბა მის­ცა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის’ წევ­რს, ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძეს, რის შემ­დე­გაც მათ შო­რის კა­მა­თი გა­ი­მარ­თა. სა­ბო­ლო­ოდ, ოხა­ნაშ­ვილ­მა ხერ­ხე­უ­ლი­ძეს "უზ­რდე­ლი" უწო­და.

„თავი შე­ი­კა­ვეთ და იცო­დეთ სად ხართ. წე­სი­ე­რად მო­ი­ქე­ცით, დამ­შვიდ­დით. უზ­რდე­ლი ხართ და რა გე­ლა­პა­რა­კოთ. თავი შე­ი­კა­ვეთ. შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბას თავი და­ა­ნე­ბეთ აქ. მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ გაქვთ, ვინ­მეს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნოთ. დამ­შვიდ­დით. შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბას თავი და­ა­ნე­ბეთ, გაფრ­თხი­ლებთ რეგ­ლა­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სად. მეს­მის, რომ პრო­ვო­კა­ცი­ის­თვის ხართ მო­სუ­ლი, მაგ­რამ გა­ვაგ­რძე­ლოთ გან­ხილ­ვა“, - მი­მარ­თა ოხა­ნაშ­ვილ­მა ხერ­ხე­უ­ლი­ძეს.

"უზ­რდე­ლი თქვენ ხართ“, - მი­მარ­თა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ ანრი ოხა­ნაშ­ვილს.

ხერ­ხე­უ­ლი­ძის გარ­და, ოხა­ნაშ­ვილ­მა გაფრ­თხი­ლე­ბა მის­ცა სხვა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტა­ტებს, მათ შო­რის ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილს და ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძეს.

სხდო­მა­ზე გი­ორ­გი ვა­შა­ძემ „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის „რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი“ უწო­და. ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა მას დარ­ბა­ზი მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე სა­უბ­რის გამო და­ა­ტო­ვე­ბი­ნა."ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, და­ტო­ვეთ სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი! არა ერ­თგზის მო­გი­წო­დეთ, რომ მიკრო­ფო­ნის გა­რე­შე არ გე­სა­უბ­რათ. გა­გაფრ­თხი­ლეთ რამ­დენ­ჯერ­მე, გთხოვთ, გაბ­რძან­დით! გთხოვთ, და­ტო­ვეთ სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი!“ - მი­მარ­თა ოხა­ნაშ­ვილ­მა ვა­შა­ძეს, რა­ზეც კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს უპა­სუ­ხა: „ჩუ­მად ვიჯ­დე­ბი“.

"არა, არა პრო­ცე­დუ­რას ნუ არ­ღვევთ-მეთ­ქი არა­ერ­თგზის გთხო­ვეთ. ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვი­სი წესი. და­ტო­ვეთ დარ­ბა­ზი!“ - გა­ნა­ცხა­და ოხა­ნაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით 17 აპ­რილს - 83 ხმით მი­ი­ღო.

myquiz