"თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ამ სურათების გასაჯაროება... სიკვდილს გადავურჩით, მაგრამ ახლა ახალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ" - მწერალ გიორგი ლობჟანიძის მეუღლე კვლავ მძიმე სენს ებრძვის | Allnews.Ge

"თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ამ სურათების გასაჯაროება... სიკვდილს გადავურჩით, მაგრამ ახლა ახალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ" - მწერალ გიორგი ლობჟანიძის მეუღლე კვლავ მძიმე სენს ებრძვის

მწერალ გიორგი ლობჟანიძის ოჯახი რთულ სიტუაციაშია - მის მეუღლეს ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს და ძვირად ღირებული მკურნალობა სჭირდება. სოციალურ ქსელში გიორგის მეგობრები ხშირად აქვეყნებენ მიმართვებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. მეგობრების, საზოგადოების დახმარებით მკურნალობის ერთი ეტაპი გადაილახა, თუმცა გამოჯანმრთელებამდე კიდევ რთული გზაა. ამის შესახებ გიორგი ლობჟანიძემ თავად გამოაქვეყნა პოსტი და საზოგადოებას კიდევ ერთხელ სთხოვა მხარდაჭერა:

"მეგობრებო, ძალიან თავს ვიკავებდი ამ ფოტოების დადებისაგან, მაგრამ ახლა, როცა მთავარი საფრთხე თითქოს უკვე გადავლილია, მაინც გადავწყვიტე ამ სურათების გასაჯაროება. პირველი ფოტო პირველი ქიმიის დროსაა გადაღებული, მეორე ფოტო კი, როცა მეორე ქიმიამ უკვე პირდაპირი მნიშვნელობით ფეხზე დააყენა. თურქეთში ამ ძვირადღირებული მკურნალობის - ქიმიოთერაპიის ორი კურსის გავლა და მერე მერე ღეროვანი უჯრედების ურთულესი ოპერაციის გაკეთება.

, ძირითადად, თქვენი კეთილშობილებისა და ხალხის გულუხვი შემოწირულობის ხარჯზე მოგვიხერხდა. რეალურად, ირინა თქვენ გადამირჩინეთ და ამის გამო მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები და ვალში ვიქნები ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც თუნდაც ერთი ლარით მაინც შეგვეწია. მოკლედ, სიკვდილს გადავურჩით, მაგრამ ახლა ახალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ტე ჯგუფის ლიმფომას ახასიათებს დაბრუნებადობის მაღალი მაჩვენებელი. იხილეთ სრულად

myquiz