ექსპერტების მტკიცებით, შხაპის ყოველდღიურ მიღებას ჯანმრთელობისთვის რეალური სარგებელი არ მოაქვს - რა დაადგინეს მკვლევრებმა? | Allnews.Ge

ექსპერტების მტკიცებით, შხაპის ყოველდღიურ მიღებას ჯანმრთელობისთვის რეალური სარგებელი არ მოაქვს - რა დაადგინეს მკვლევრებმა?

ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ყო­ველ­დღი­ურ შხაპს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი არ მო­აქვს: "რა­ტომ ვრე­ცხავთ? გვე­ში­ნია, ვინ­მემ არ გვი­თხრას, რომ სუნი გვაქვს“, - გა­ნუ­ცხა­და გა­რე­მოს­დამ­ცველ­მა დო­ნა­ჩად მა­კკარ­ტიმ BBC-ს.

და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­დღი­უ­რი შხა­პის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა შე­საძ­ლოა ან­ტი­სო­ცი­ა­ლურ ქცე­ვად მი­იჩ­ნე­ო­დეს, სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტე­ბი ეთან­ხმე­ბი­ან მა­კარ­ტის და ამ­ბო­ბენ, რომ სი­სუფ­თა­ვით აკ­ვი­ა­ტე­ბა შე­იძ­ლე­ბა რე­ა­ლუ­რად სა­ხი­ფა­თო იყოს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

დერ­მა­ტო­ლო­გი ჯული რა­სა­კი აღ­ნიშ­ნავს, რომ ხან­გრძლივ­მა და ყო­ველ­დღი­ურ­მა შხაპ­მა შე­იძ­ლე­ბა წა­შა­ლოს "კა­ნის მიკ­რო­ბი­ო­მი“, რო­მე­ლიც დიდ როლს ას­რუ­ლებს კა­ნის დაც­ვა­ში და "ასე­ვე ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სხე­უ­ლის სა­ერ­თო ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის“.

2021 წელს ჰარ­ვარ­დის ჯან­მრთე­ლო­ბის მკვლე­ვა­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ამე­რი­კე­ლე­ბის 66% შხაპს იღებს ყო­ველ­დღი­უ­რად, ხოლო 2005 წლის მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ბრი­ტა­ნეთ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვია შხა­პის მი­ღე­ბა დღე­ში ერთხელ ან ორ­ჯერ. ეს ფე­ნო­მე­ნი საშ­ხა­პე­ე­ბის მზარ­დი გავ­რცე­ლე­ბით ახ­სნეს - აშშ-ში 1920-1950-იან წლებ­ში აშე­ნე­ბულ ყვე­ლა სახ­ლში შეხ­ვდე­ბით საშ­ხა­პეს, ეს 100 წლის წინ ერ­თგვარ ფუ­ფუ­ნე­ბად აღიქ­მე­ბო­და, და მხო­ლოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი. იხილეთ სრულად

myquiz