"როცა ირაკლი კაკაბაძეს ცოლად გავყევი, პატარაც არ ვყოფილვარ... ჩემი მეორე მეუღლე ფინანსისტია, საჯაროობა არ უყვარს" - ანა დოლიძე ორ ქორწინებასა და მრავალფეროვან საქმიანობაზე | Allnews.Ge

"როცა ირაკლი კაკაბაძეს ცოლად გავყევი, პატარაც არ ვყოფილვარ... ჩემი მეორე მეუღლე ფინანსისტია, საჯაროობა არ უყვარს" - ანა დოლიძე ორ ქორწინებასა და მრავალფეროვან საქმიანობაზე

ყო­ველ­თვის ელე­გან­ტუ­რი, მომ­ხიბ­ვლე­ლი და ენერ­გი­უ­ლი ანა დო­ლი­ძე კარ­გა ხა­ნია ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­შია.

შე­საძ­ლოა, ყვე­ლამ არ იცის, რომ ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის პრო­ფე­სო­რია, წა­კი­თხუ­ლი აქვს ლექ­ცი­ე­ბი ნიუ-იორ­კის, მად­რი­დის, ოქსფორ­დის, კემ­ბრი­ჯის, გლაზ­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს სამი წიგ­ნი, 20-ზე მეტი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი და სხვა­დას­ხვა დროს, პა­სუხ­სა­გებ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზეც მუ­შა­ობ­და...

2020 წლის მა­ის­ში ანა დო­ლი­ძემ და­ა­ფუძნა სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბა "ხალ­ხის­თვის", რო­მე­ლიც 2021 წლის მა­ის­ში პარ­ტი­ად გა­და­კეთ­და. რას ნიშ­ნავს მის­თვის პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნა და რო­გორ მო­ვი­და დღემ­დე? - ამის შე­სა­ხებ თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რო­დის გა­და­წყვი­ტეთ, რომ პო­ლი­ტი­კა გა­ინ­ტე­რე­სებ­დათ?

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მე ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი: მა­მა­ჩე­მი, ვა­ლე­რი დო­ლი­ძე ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში იყო, ის "მრგვა­ლი მა­გი­დის" წევ­რი გახ­ლდათ და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­საც ახ­ლოს იც­ნობ­და. ჩვენს სახ­ლში ტე­ლე­ვი­ზო­რი 24 სა­ა­თი ჩარ­თუ­ლი იყო და სულ მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებ­ზე მსჯე­ლო­ბა მეს­მო­და, ჩვენ­თან ტარ­დე­ბო­და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მთავ­რო­ბის შეკ­რე­ბე­ბიც. სწო­რედ ჩვენს ოჯახ­ში და­ი­გეგ­მა ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი იმ­დრო­ინ­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ბავ­შვო­ბი­დან იმ­დე­ნი რამ მეს­მო­და, იმ­დე­ნად პო­ლი­ტი­ზე­ბულ გა­რე­მო­ში ვიზ­რდე­ბო­დი, რომ ეს ჩემი სამ­ყა­რო იყო, სა­დაც თავს ისე ვგრძნობ­დი, რო­გორც თევ­ზი - წყალ­ში. მამა ახ­ლოს იყო ზვი­ად­თან და ორ­ჯერ ჩა­ვი­და მას­თან, გროზ­ნო­ში. მახ­სოვს, რომ 4-5-ჯერ და­ი­ჭი­რეს, ერთხელ აწა­მეს კი­დეც. რო­გორც ჩანს, სხგვაგ­ვა­რად ცხოვ­რე­ბა არ შე­ეძ­ლო. ძა­ლი­ან ახ­ლოს იც­ნობ­და ვალ­ტერ შურ­ღა­ი­ას და ზვი­ად ძი­ძი­გურს, რო­მელ­თან ერ­თად ცი­ხე­შიც იჯდა. გა­დატ­რი­ა­ლე­ბა უკვე მომ­ხდა­რი იყო, როცა სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებ­ში რე­კავ­და და იმ­დრო­ინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აკ­რი­ტი­კებ­და. თა­ნაც, თა­ვის სა­ხელს და გვარს არ მა­ლავ­და, პირ­და­პირ ეთერ­ში ამ­ბობ­და, რა­საც ფიქ­რობ­და, მერე სახ­ლში აკი­თხავ­დნენ, წა­იყ­ვან­დნენ, და­კი­თხავ­დნენ და უკან აბ­რუ­ნებ­დნენ. მოკ­ლედ, რო­გორც ყვე­ლა "ზვი­ა­დისტს", მა­საც დევ­ნიდ­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მე ეს სფე­რო ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ჩემს პრო­ფე­სი­ად სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი ამი­ტომ ავირ­ჩიე.

339602370-232373125949568-4146165988182724234-n-29614-1713597946.jpg

- ალ­ბათ, ქა­ლის პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნა ორ­მა­გად რთუ­ლია, როცა მას ორი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლი ჰყავს აღ­საზ­რდე­ლი...

- ცხა­დია, პო­ლი­ტი­კი­სა და ოჯა­ხის ერ­თმა­ნეთ­თან შე­თავ­სე­ბა რთუ­ლია, მით უმე­ტეს, რომ ლექ­ცი­ებ­საც ვკი­თხუ­ლობ, მაქვს ჩემი კვლე­ვე­ბი და ეს ჩემი სამ­სა­ხუ­რია. ლექ­ცი­ებს ძი­რი­თა­დად, უცხო­ეთ­ში ვკი­თხუ­ლობ - სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორც მიწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი. იქ ანა­ზღა­უ­რე­ბა ბევ­რად მა­ღა­ლია, რაც მომ­წონს. ჩვენს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ანა­ზღა­უ­რე­ბის არას­წო­რი ფორ­მაა ანუ სა­ა­თობ­რი­ვი სის­ტე­მა, ამი­ტომ უცხო­ეთ­ში ჩას­ვლა მირ­ჩევ­ნია. პრო­ფე­სო­რო­ბა და დოქ­ტო­რო­ბა ძა­ლი­ან მად­გე­ბა, რად­გან მარ­ტო პო­ლი­ტი­კით სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ იარ­სე­ბებ.

- თქვე­ნი შვი­ლე­ბი ამის გამო ხომ არ გსაყ­ვე­დუ­რო­ბენ?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პე­რი­ო­დუ­ლი გან­შო­რე­ბა გვი­წევს, რაც მეც მი­ჭირს და მა­თაც. ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი, ან­დრო თი­ნე­ი­ჯე­რია, 17 წლის და რო­გორც ყვე­ლას ამ ასაკ­ში, მა­საც მხარ­და­ჭე­რა და ემო­ცი­უ­რი თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბა. პა­ტა­რა ჯერ 3 წლი­საა და მას უფრო ფი­ზი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ხში­რად ვამ­ბობ, რომ კრა­ვა­ის­თან ერ­თად მე ხე­ლახ­ლა და­ვი­წყე მშობ­ლო­ბა. ეს რთუ­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია. ვწუხ­ვარ, რომ მათ ჩემი ზრუნ­ვა აკ­ლი­ათ, მაგ­რამ გავა დრო და მიხ­ვდე­ბი­ან, რომ რა­საც ვა­კე­თებ, ყვე­ლა­ფე­რი მათ­თვი­საა. სხვა­თა შო­რის, ჩემი დი­სერ­ტა­ცი­აც ან­დროს მი­ვუ­ძღვე­ნი და მე­ო­რე წიგ­ნიც. მას პრო­ფე­სია ჯერ არ აურ­ჩე­ვია, ყოყ­მა­ნობს და შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­შია. მეც არ ვე­რე­ვი, რად­გან ვფიქ­რობ, სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლი თა­ვად უნდა გან­სა­ზღვროს. სხვა­თა შო­რის, ან­დროს ძა­ლი­ან ეხერ­ხე­ბა მა­თე­მა­ტი­კა, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ მოს­წონს და ეხერ­ხე­ბა სპორ­ტიც. გა­ტა­ცე­ბუ­ლია ორ­თაბ­რძო­ლე­ბით, რო­მე­ლიც ახლა მო­და­შია. ვნა­ხოთ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში რას გა­და­წყვეტს. მთა­ვა­რია, თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნი მოს­წონ­დეს, თო­რემ ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, სად, რო­მელ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე ჩა­ა­ბა­რებს. ჯერ კი­დევ აქვს დრო, რომ სა­ბო­ლოო არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოს. იხილეთ სრულად

myquiz