რა ხდება ცნობილი ვაკეში მომხდარ სისხლიან გარჩევაზე, ვინ არიან ორმხრივი სროლისას დაჭრილები და როგორ უკავშირდება მომხდარი ძმებ კაკულიებსა და 2 წლის წინანდელ თავდასხმას? | Allnews.Ge

რა ხდება ცნობილი ვაკეში მომხდარ სისხლიან გარჩევაზე, ვინ არიან ორმხრივი სროლისას დაჭრილები და როგორ უკავშირდება მომხდარი ძმებ კაკულიებსა და 2 წლის წინანდელ თავდასხმას?

17 აპ­რილს, ვა­კე­ში, ტა­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე სრო­ლის ხმა ის­მო­და. ორ­მხრი­ვი სრო­ლის შე­დე­გად და­იჭ­რა 3 ადა­მი­ა­ნი დაჭ­რეს. და­ნა­შა­უ­ლი ტა­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე მოხ­და.

"მთა­ვა­რი არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვა­კე­ში, ტა­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე დაჭ­რი­ლი 3 პი­რი­დან, ორის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. ისი­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, დაჭ­რი­ლე­ბი არი­ან სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რუ­ხა­ძე და კახა გაბ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი. არხს თვითმხილ­ვე­ლებ­მა უთხრეს, რომ რუ­ხა­ძეს ცე­ცხლი ქურ­თი­აშ­ვილ­მა გა­უხ­სნა, რის შემ­დე­გაც, სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი რუ­ხა­ძის დაც­ვამ გახ­სნა. შე­დე­გად სერ­გი ქურ­თი­აშ­ვილს ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა თა­ვის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

"17 რი­ცხვში სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის მეშ­ვე­ო­ბით მოყ­ვა­ნი­ლი იქნა სამი კაცი, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით. სა­მი­ვე მათ­განს ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია, ამ­ჟა­მად ჩვენს კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბას გა­ნაგ­რძობს 2 პა­ცი­ენ­ტი. ორი­ვე იმ­ყო­ფე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ორი­ვეს მდგო­მა­რე­ო­ბა არის მძი­მე. მე­სა­მე პა­ცი­ენ­ტი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მო­თხოვ­ნით, გა­და­იყ­ვა­ნეს სხვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში", - ამ­ბობს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან ექი­მი

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი რუ­ხა­ძე ძმებ კა­კუ­ლი­ე­ბის დე­ი­დაშ­ვი­ლია, ხოლო ქურ­თი­აშ­ვი­ლი მათი საქ­მის ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტი.

"პირ­ვე­ლებ­მა" გა­არ­კვია, რომ ტა­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბის ახლო ნა­თე­სავს, გი­ორ­გი რუ­ხა­ძე­სა და სერ­გი ქურ­თი­აშ­ვილს შო­რის მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქურ­თი­აშ­ვილ­მა ჩა­საფ­რე­ბა მო­უ­წყო რუ­ხა­ძეს და მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბე­ბი.

სრო­ლის დროს ქურ­თი­აშ­ვი­ლი­სა და რუ­ხა­ძის გარ­და, და­იჭ­რა რუ­ხა­ძის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლიც.

"პირ­ვე­ლე­ბის" მიერ მო­პო­ვე­ბულ ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, გარ­კვე­ვით ჩანს სა­მი­ვე მათ­გა­ნი.

მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ტა­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი გუ­შინ გვი­ან ღა­მემ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ძმებ გუგა და და­ვით კა­კუ­ლი­ებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ერთი წლის წინ 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

ძმებ კა­კუ­ლი­ებს 2022 წელს,არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლის ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ჯგუ­ფუ­რად, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, ტა­რე­ბას, ასე­ვე, სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თას ედა­ვე­ბოდ­ნენ. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მათ არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლის ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა სხე­უ­ლის გან­ზრახ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბით გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დათ.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აცხა­დებ­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა ძმებ კა­კუ­ლი­ე­ბის მიერ სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქ­ტებ­თან, მათ შო­რის, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რა მოხ­და არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე?2022 წლის 27 მა­ისს, ვა­კე­ში არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა მოხ­და, რომ­ლის დრო­საც ნიღ­ბი­ა­ნი პი­რე­ბი თავს და­ესხნენ გი­ორ­გი კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­სა და 26 წლის სერ­გი ქურ­თი­აშ­ვილს, რო­მელ­საც მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და. მას10 ტყვია კი­დუ­რე­ბის არე­ში ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი.

მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა) და 118-ე (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა) მუხ­ლე­ბით და­ი­წყო.

იმა­ვე წლის მა­ის­ში და­ა­კა­ვეს ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბი, თუმ­ცა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის მთა­ვარ­მა მსხვერ­პლმა სერ­გი ქურ­თი­აშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ზე ჩვე­ნე­ბა გან­სას­ჯე­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მის­ცა. არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე დაჭ­რი­ლი სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლი ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ მისი მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას­თან ძმებ კა­კუ­ლი­ებს არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­დათ. ჩვე­ნე­ბა მის­ცა ქურ­თი­აშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­მა გი­ორ­გი კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მაც, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის დროს და­შავ­და. კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის თქმით, თავ­დამ­სხმე­ლებს ჩა­ფხუ­ტე­ბი ეხუ­რათ, თუმ­ცა ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ სა­ხის ნაკ­ვთე­ბი მა­ინც და­ა­ფიქ­სი­რა და ის ძმებ კა­კუ­ლი­ე­ბის აღ­წე­რი­ლო­ბას არ ემ­თხვე­ვა.

ის­მის კი­თხვა, რა­ტომ მის­ცეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლო ჩვე­ნე­ბე­ბი?! - იმ­ჟა­მად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლო სხდო­მამ­დე ორი­ვე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი კა­კუ­ლი­ე­ბის გა­რე­მოც­ვას­თან ეს­პა­ნეთ­ში კონ­სპი­რა­ცი­ულ შეხ­ვედ­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. "კუ­რი­ე­რის" წყა­რო ჰყვე­ბო­და, რომ სწო­რედ ამ შეხ­ვედ­რა­ზე გა­და­წყდა თუ რა ჩვე­ნე­ბა უნდა მი­ე­ცათ ქურ­თი­აშ­ვილს და კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილს სა­სა­მარ­თლო­ში. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის მიერ სა­ზღვრის კვე­თის ფაქ­ტი საქ­მის პრო­კუ­რორ­მაც და­ა­დას­ტუ­რა.

სა­ბო­ლო­ოდ, გუგა და და­ვით კა­კუ­ლი­ე­ბი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. მო­სა­მარ­თლე ზვი­ად შა­რა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლებს 9-9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ.

მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ძმებ კა­კუ­ლი­ებს არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლის ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა სხე­უ­ლის გან­ზრახ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბით გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ჯგუ­ფუ­რად, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, ტა­რე­ბას, მო­სა­მარ­თლემ მხო­ლოდ ჯგუ­ფურ ტა­რე­ბა­ში გა­ამ­ტყუ­ნა.

კა­კუ­ლი­ე­ბი დამ­ნა­შა­ვედ იქ­ნენ ცნო­ბი­ლი სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თა­ში.

myquiz