"ფეისბუქში" დაუწერიათ, ხმას რატომ არ იღებსო.... კი ვიღებ, მაგრამ დამღლელი ჩანს ალბათ" - რას ამბობს აკა მორჩილაძე მიმდინარე მოვლენებზე | Allnews.Ge

"ფეისბუქში" დაუწერიათ, ხმას რატომ არ იღებსო.... კი ვიღებ, მაგრამ დამღლელი ჩანს ალბათ" - რას ამბობს აკა მორჩილაძე მიმდინარე მოვლენებზე

ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი აკა მორ­ჩი­ლა­ძე, "პუბ­ლი­კის" დი­რექ­ტორს, ზურა ვარ­დი­აშ­ვილს წე­რილს უგ­ზავ­ნის, სა­დაც ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე სა­უბ­რობს.

წე­რილს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"გა­მარ­ჯო­ბა ზურა.

შენს გა­მოგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვა­ზე შე­მიძ­ლია გი­პა­სუ­ხო შემ­დე­გი:

და­ვი­ბა­დე, გა­ვი­ზარ­დე და ვცხოვ­რობ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ერთ დღეს კი არა, ნა­ხე­ვარ სა­ათს არ ყო­ფი­ლა არც თა­ვი­სუფ­ლე­ბა, არც დე­მოკ­რა­ტია, არც ლი­ბე­რა­ლო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ყო­ფი­ლა ამ სა­მის გარ­და, მაგ­რამ ეს სამი, – არას­დროს. არც ერ­თად, არც ცალ-ცალ­კე. ამას­თან დავა, სრუ­ლი ტყუ­ი­ლია ნე­ბის­მი­ე­რი მხრი­დან. ვში­შობ, ასეთ­სა­ვე ქვე­ყა­ნა­ში მოვ­კვდე­ბი, თუ კი­დევ არ ავიკ­რი­ფე, მაგ­რამ ასაკ­ში ძნე­ლია აკ­რე­ფა. თუმ­ცა, ცხოვ­რე­ბა ისე­თია, ვერ გა­ი­გებ.ესე­სე­რი რომ და­ი­შა­ლა, ყვე­ლას გვი­ხა­რო­და. ეგ იყო ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბი. მაგ­რამ მერე გა­ირ­კვა, რომ სა­ქათ­მეს რომ დაშ­ლი, იმის ფიც­რით, სა­სახ­ლე ვერ აი­გე­ბა. ახა­ლი ფი­ცა­რი კი არ მოგ­ვაქვს. არაფ­რით. სა­ში­შია – ვა­ი­თუ მკვიდ­რი კე­დე­ლი გა­მოგ­ვი­ვი­დეს და გა­მოთ­ბეს შიგ ეს ჩვე­ნი ხალ­ხი, კარ­გი ხემ­სი ნა­ხოს, გულ­მა კარ­გი რა­მე­ე­ბი აუ­ციმ­ცი­მოს და სულ გა­სა­ჭი­რის და სა­მა­სი ლა­რის ძა­ხი­ლი არ იყოს.

არ გა­მო­დის ესა, მე­რამ­დე­ნე ათწლე­უ­ლია. ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს ეს არ შე­უძ­ლია ოც­და­ა­თი, თუ რამ­დე­ნი წე­ლი­წა­დიც არის, რომ ხალ­ხს უთხრას: აიღე ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მე ისეთ კა­ნო­ნებს მოგ­ცემ, მეც დი­დად არ მე­ში­ნო­დეს, რომ მო­მი­ვარ­დე­ბი და შენც ბავ­შვს რა­მეს უყი­დი, ეს ახალ­გაზ­რდე­ბი წავ­ლენ, ქვე­ყა­ნას ნა­ხა­ვენ, ჯა­ლა­თე­ბად ნუ დაბ­რუნ­დე­ბი­ან, რა­ღა­ცა რვე­უ­ლე­ბი ჰქონ­დეთ უბე­ში – უხა­რო­დეთ საქ­მის წა­მო­წყე­ბა და ასე. თო­რემ, რა: მთე­ლი აფ­რი­კის დიქ­ტა­ტო­რებს სორ­ბო­ნა-ოქსფორ­დებ­ში უს­წავ­ლი­ათ და მერე შინ კი გიჟ­დე­ბოდ­ნენ. ეგ იმას ჰგავს, არ­ჩევ­ნე­ბის კა­ნო­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი­აო, რომ და­ვი­წყებთ, მე­რამ­დე­ნე ათწლე­უ­ლია ეგეც – არ­ჩევ­ნე­ბის­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­რე­მოა მთა­ვა­რი, ბუტ­კა, კნო­პ­კა და წი­თე­ლი პას­ტა რას უშ­ვე­ლის.

რო­გორც არის.

ეგეც ხომ ყვე­ლამ იცის რამ­დე­ნი ხა­ნია.

არ გა­მო­დის. იმი­ტომ რომ ჩვენ ვართ ესე­სე­რის მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა: სულ­სა და ხორ­ცში გვაქვს, ძა­ლის, ძალ­მომ­რე­ო­ბის, და­ში­ნე­ბის, და­წო­ლის, ზე­წო­ლის, მუ­ქა­რის, შან­ტა­ჟის სურ­ვი­ლე­ბი და არ­ცერ­თი ქარ­თუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა ამის სა­ბო­ლოო მოს­პო­ბა­ზე არ წა­ვი­და. ესეც ნამ­დვი­ლია. ახლა რუ­სე­თიო. ეგ ხო ცხა­დია, რუ­სე­თი რაც არის. ახლა მთლად გამ­ხე­ცე­ბუ­ლია და იმის ვე­რა­გი ზურ­გის ტვი­ნი ხომ ესე­სე­რია. ეს რუ­სე­თი რა­საც მარ­თებს მსოფ­ლი­ოს და ჩვენც, კი ვხე­დავთ: მა­გა­თი მათ­რა­ხის ტყლა­შუნ­ში გვაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი ორა­სი წე­ლი­წა­დი.

რაც უბე­დუ­რე­ბაა, ისაა, რომ ჩვენ კვლა­ვაც ვართ 58-ე მუხ­ლის ქვე­ყა­ნა.

შენ კი გწერ ამ წე­რილს, მაგ­რამ უფრო ახალ­გაზ­რდებს ვგუ­ლის­ხმობ; აბა ჩემ­ნა­ირ გა­დაც­ვე­თილ და ამ გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ესე­სე­რით ჩუ­მად გაწ­ვა­ლე­ბულ მოფრ­თხი­ლეს რად უნდა. ჩვენ რა­მე­ნა­ი­რად მი­ვალთ რა­ღაც წერ­ტი­ლამ­დე, ამ ახალ­გაზ­რდებს კი, კარგ წერ­ტი­ლამ­დე უნ­დათ მის­ვლა. მანდ მის­ვლა კი ძა­ლი­ან დიდი ბრძო­ლაა: უამ­რა­ვის უარ­ყო­ფა, თავ­ზე ხე­ლის აღე­ბა, ხერ­ხე­ბის ცოდ­ნა და მერე კი, თან პა­ტი­ო­სა­ნი უნდა დარ­ჩე.

ძნე­ლია. ერ­თე­უ­ლე­ბის იყო ყო­ველ­თვის და ახლა თუ შე­იც­ვლე­ბა, მა­გას რა ჯო­ბია და გარ­შე­მო ეს 58-ე მუხ­ლი.

ეგ რო­მე­ლი მუხ­ლია გე­ცო­დი­ნე­ბა: სტა­ლი­ნიზ­მის სიმ­ბო­ლო­აო და 1961 წელს გა­ა­უქ­მეს. უს­ქე­ლე­სი, თო­თხმეტ ქვე­პუქნტი­ა­ნი მუხ­ლია, რო­მე­ლიც და­სა­წყის­ში სამ­შობ­ლოს ღა­ლატს გუ­ლის­ხმობს და მერე მოყ­ვე­ბა ჯა­შუ­შო­ბა, კონ­ტრრე­ვულ­ცია და მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი, რი­თაც პა­ტი­ო­სან ხალ­ხს ასა­მარ­თლებ­დნენ. თან­და­თან იზ­რდე­ბო­და და ლა­მის ყვე­ლა­ფერს მო­ი­ცავ­და.

წინა კვი­რას, ეს ამ­ბა­ვი რომ იწყე­ბო­და, ძველ­მა კო­ლე­გამ მომ­წე­რა, ერთი წი­ნა­და­დე­ბა თქვი, მალე აგენ­ტებს და­ა­წე­რენ ჩვენს წიგ­ნებ­სო. და­ა­წე­რენ, მაშ. მა­სე­თი კა­ნო­ნე­ბის ქვე­ყა­ნა ვართ, მარა მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე თუ იყ­ვნენ აგენ­ტე­ბი და და­ხო­ცეს, წიგნ­ზე წარ­წე­რა ორ­დე­ნი თუ არა, ერთი პა­ტა­რა მე­და­ლი კი გა­მო­დის. ეგე­ბა ია­მა­ყო კი­დეც, მეც გა­მა­ფუ­ჭე­სო. გა­ფუ­ჭე­ბაც რა, ძვე­ლად მოკ­ვლას ერ­ქვა. მერე ცი­ხის კულ­ტუ­რამ რომ იმ­ძლავ­რა – კა­ცის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­საც, ახლა აღარ ვიცი.სხვა რა მო­ლო­დი­ნი უნდა მქონ­დეს, რო­გორც ადა­მი­ანს,რო­მე­ლიც ამა­ში გა­ი­ზარ­და, არ ვიცი. უი­მე­დო­ბა ცუ­დია. მა­სე­ბის­თვის არა­სა­ჭი­რო. ბო­დი­ში, მარა კაი ხა­ნია, არ მჯე­რა, რომ იქე­დან, სა­დაც ძა­ლა­უფ­ლე­ბაა, რა­ი­მე კარ­გს ვე­ლო­დე. იმ ხრუშ­ჩოვ­მა კი გა­ა­უქ­მა ის 58-ე მუხ­ლი, მაგ­რამ არსი იგი­ვე დარ­ჩა – ჩვენ მაგ არსში ვცხოვ­რობთ. აი, ამ წა­მამ­დე და ყვე­ლა­ფე­რიც ვი­ცით, რა სა­ში­ნე­ლე­ბაც ეგ რუ­სე­თია, რა ჯან­და­ბაც ეგ კა­ნო­ნი და რაც ჩვე­ნა­ვე ვართ. მოკ­ლედ, რო­გორც იო­ა­ნე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი იტყო­და ამ ორა­სი წლის წი­ნათ, ქარ­თლში სა­მარ­თა­ლი არცა ქმნუ­ლა და არც იქ­მნე­ბი­სო. მე­ფის შვი­ლი იყო, ვინ­მე უკუმთქმე­ლი კი არა...

myquiz