კომპანიები სარეკლამო შეტყობინებებს თქვენი თანხმობის გარეშე ვეღარ გამოგზავნიან - რა ცვლილება ამოქმედდება 1-ლი მარტიდან?
1-ლი მარტიდან, სულ რაღაც 2 დღეში ქვეყანაში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება, რომელიც შეეხება როგორც ბიზნეს სექტორს, ასევე მომხმარებლებს.
სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება
სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება. ეს ერთ-ერთია იმ სიახლეებიდან, რომლებსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს. კანონში ეს სიახლე 2024 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.
ბიზნესი აღნიშნულ რეგულაციასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ დამატებით ხარჯს მოითხოვს, რადგან თითოეული კომპანია ვალდებული იქნება, განაახლოს მათი დოკუმენტაცია, თუმცა, მათივე ცნობით, ინფორმაციის მომხმარებლამდე მიტანისთვის სხვა მიმართულებას გამოიყენებენ.