რა ხდება ცნობილი ქეთი ჯავახიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულზე და რა ინფორმაციას ავრცელებს შსს მის დაკავებაზე? | Allnews.Ge

რა ხდება ცნობილი ქეთი ჯავახიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულზე და რა ინფორმაციას ავრცელებს შსს მის დაკავებაზე?

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­გორ­ში, წი­ნა­უბ­ნის და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხადრ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის და სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.ც. და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით, ნაც­ნობ ქალს - 2003 წელს და­ბა­დე­ბულ ქ.ჯ.-ს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ო.ც. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­ა­კა­ვეს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის “მ” ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - ვკი­თხუ­ლობთ უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, მოკ­ლუ­ლი ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი 28 თე­ბერ­ვალს, დი­ლით, სახ­ლთან ახ­ლოს იპო­ვეს. მას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ბლაგ­ვი საგ­ნით ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი და ორ­მო­ში იყო ჩაგ­დე­ბუ­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მომ­ხდარ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი 21 წლის ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნია, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით სვა­ნე­თი­დან არის და წი­ნუ­ბან­ში ახ­ლობ­ლებ­თან ცხოვ­რობ­და. ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის თქმით, მისი დედა ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობს. თა­ვად ისიც ამ ქვეყ­ნი­დან ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მას გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­თან ნა­თელ­მირ­ნო­ბა აკავ­ში­რებ­და.

myquiz