"1993-ში იმ გემზე დაიბადა, რომელსაც რუსები ბომბავდნენ" - უკრაინის ომს შეწირული 31 წლის ქართველის უცნაური ბედისწერა: რა ვითარებაში დაიღუპა ნიკა გელენიძე? | Allnews.Ge

"1993-ში იმ გემზე დაიბადა, რომელსაც რუსები ბომბავდნენ" - უკრაინის ომს შეწირული 31 წლის ქართველის უცნაური ბედისწერა: რა ვითარებაში დაიღუპა ნიკა გელენიძე?

რუ­სე­თის ომს უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. 31 წლის ნიკა გე­ლე­ნი­ძე ბახ­მუტ­თან იბ­რძო­და. ის ცხე­ლი წერ­ტი­ლი­დან და­ღუ­პუ­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლის გა­მოყ­ვა­ნის სპე­ცო­პე­რა­ცი­ას შე­ე­წი­რა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, კლი­შევ­კას და­სახ­ლე­ბას­თან მიმ­დი­ნა­რე შე­ტა­კე­ბებს ლე­ვან ლობ­ჟა­ნი­ძე ემსხვერ­პლა. ნიკა ერთ-ერთი მათ­გა­ნი იყო, ვინც თა­ნა­მებ­რძო­ლის ცხედ­რის ცხელ წერ­ტი­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნას შე­ე­ცა­და.ოპე­რა­ცი­ის დროს, ის ბა­ტა­ლი­ო­ნი "თბი­ლი­სე­ლე­ბის“ სხვა წევ­რებ­თან ერ­თად რუ­სულ­მა დრონ­მა და­ა­ფიქ­სი­რა და ინ­ტენ­სი­ურ და­ბომბვა­ში მოხ­ვდა. ნი­კას მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ვა­ჟიშ­ვი­ლი დარ­ჩა. ის 1993 წელს, სო­ხუ­მი­დან გა­მო­მა­ვალ იმ გემ­ზე და­ი­ბა­და, რო­მელ­საც რუ­სე­ბი ბომ­ბავ­დნენ... უფრო ვრცლად ნი­კას შე­სა­ხებ, მისი თა­ნა­მებ­რძო­ლი გიგი გნო­ლი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

გიგი გნო­ლი­ძე:

- ნი­კას ჯერ კი­დევ მა­შინ ვიც­ნობ­დი, ბა­ტა­ლი­ონ „შავ არ­წივ­ში“ რომ იყო. თვე­ზე ცოტა მე­ტია, რაც ჩვენს ბა­ტა­ლი­ონ "თბი­ლი­სე­ლებ­ში“ გად­მო­ვი­და. სულ ჩემს გვერ­დით იყო... უაღ­რე­სად კე­თილ­შო­ბი­ლი, სამ­შობ­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ერთი სული ჰქონ­და აფხა­ზე­თი ენა­ხა. რომ გა­ვი­გე, ორი პა­ტა­რა შვი­ლი ჰყავ­და, თან ასე­თი ახალ­გაზ­რდა იყო, ვუ­საყ­ვე­დუ­რე, რა­ტომ წა­მოხ­ვე­დი თქო. მე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მამა მიყ­ვე­ბო­და აფხა­ზე­თის შე­სა­ხებ, ოც­ნე­ბად მაქვს ქცე­უ­ლი სო­ხუ­მის ნახ­ვა და არ მინ­და ჩემი შვი­ლე­ბიც მხო­ლოდ სიზ­მარ­ში ნა­ხუ­ლობ­დნენ, წი­ნაპ­რე­ბის სახლ-კარ­სო. რაღა მეთ­ქმო­და... ჩვენც ხომ ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის­თვის, სამ­შობ­ლოს­თვის ვართ აქ. ასე გვჯე­რა, ასე გვწამს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ბედი უკ­რა­ი­ნა­ში წყდე­ბა. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, მინ­და რომ მე ვიყო ნი­კას ად­გილ­ზე, მის­თვის ჯერ ძა­ლი­ან ადრე იყო. მე უნდა და­მეც­ვა, მე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მის გვერ­დით.

- რო­გორც ვიცი, ახლა თქვენც დაჭ­რი­ლი ხართ...

- კი, პირ­ველ ჯერ­ზე ლე­ვა­ნის გა­მო­საყ­ვა­ნად მე ვი­ყა­ვი შე­სუ­ლი. არ­ტი­ლე­რი­ის და­ბომბვა­ში მოვ­ყე­ვი და ყუ­რის ბა­რაბ­ნე­ბი მაქვს და­ხეთ­ქი­ლი. ფეხ­შიც დაჭ­რი­ლი ვარ, მაგ­რამ არა უშავს, მთა­ვა­რია, რომ ცო­ცხა­ლი ვარ. ლე­ვა­ნი და­ნაღ­მულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა და დიდ რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მისი გა­მოყ­ვა­ნა, მაგ­რამ მა­ინც მო­ვა­ხერ­ხებთ რამე, იქ არ დავ­ტო­ვებთ. ნიკა და ჩვე­ნი სხვა ბი­ჭე­ბი ლე­ვა­ნის გა­მო­საყ­ვა­ნად რომ წა­ვიდ­ნენ, ერთხანს ჩა­საფ­რე­ბა­ში იყ­ვნენ, და­ღა­მე­ბას და წვი­მი­ან ამინდს ელოდ­ნენ. მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­ი­და­რა და რუ­სებ­მა დრო­ნე­ბი ააფ­რი­ნეს. აღ­მო­ა­ჩი­ნეს ბი­ჭე­ბი და მა­სი­უ­რად და­ი­წყეს და­ბომბვა. რო­გორც გა­ვი­გე, ნიკა ტან­კის ქვეშ შემ­ძვრა­ლა, მაგ­რამ ტანკს ორი ჭურ­ვი მოხ­ვედ­რია და დაბ­ლა ჩა­წე­უ­ლა. ნიკა იქ რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ტან­კი გას­რეს­და. უკა­ნა მხრი­დან გა­მოძ­ვრა, მაგ­რამ მა­შინ­ვე ფეხ­ში მოხ­ვდა ჭურ­ვის ნამ­სხვრე­ვი. მას­თან ერ­თად ერთი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ბიჭი იყო და მა­შინ­ვე არ­ტა­ხი და­ა­დო, მერე ისიც და­იჭ­რა. ჯგუ­ფის მე­თა­ურ­მა ბი­ჭე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად პი­კა­პი გაგ­ზავ­ნა, მაგ­რამ ნიკა უკვე და­ღუ­პუ­ლი იყო, სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა. ის და კი­დევ ერთი დაჭ­რი­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი გა­დარ­ჩა. ნიკა უკვე გა­მოყ­ვა­ნი­ლია და პრო­ზექ­ტუ­რა­შია, სამ­შა­ბათს კი­ე­ვი­დან თბი­ლის­ში გად­მო­ას­ვე­ნე­ბენ. იხილეთ სრულად

myquiz