გარდაიცვალა ვერა პუტინა, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის დედა იყო | Allnews.Ge

გარდაიცვალა ვერა პუტინა, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის დედა იყო

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვერა პუ­ტი­ნა, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის დედა იყო, 97 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ის კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მე­ტეხ­ში ცხოვ­რობ­და.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ambebi.ge-ს უთხრეს, ქალი გუ­შინ - 30 მა­ისს დაკ­რძა­ლეს.

ვერა პუ­ტი­ნა ბოლო წლებ­ში შვი­ლებ­თან თბი­ლის­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ქალი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ტკი­ცებ­და, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტში წლე­ბის წინ და­კარ­გუ­ლი შვი­ლი ამო­იც­ნო.

"ისე არ მინ­და მოვ­კვდე, რომ ერთხელ მა­ინც არ მნა­ხოს ვო­ვამ და არ და­მე­ლა­პა­რა­კოს. სიზ­მარ­შიც ხში­რად ვხე­დავ, მაგ­რამ ხმას არ მცემს. რო­გორც ცხოვ­რე­ბა­ში, ისე სიზ­მარ­შიც, გა­ბუ­ტუ­ლია ჩემ­ზე", - ამ­ბობ­და ის წლე­ბის წინ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან".

მე­ტე­ხის მცხოვ­რებ­ლებს დღემ­დე სჯე­რათ, რომ პუ­ტინს სა­ქარ­თვე­ლო სწო­რედ მა­მი­ნაც­ვლის გამო სძულს, რო­მე­ლიც ბიჭს სას­ტი­კად ექ­ცე­ო­და, მერე კი ცოლი აი­ძუ­ლა ბავ­შვთა სახ­ლში ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა.

იხილეთ: იზრდებოდა თუ არა პუტინი საქართველოში?

myquiz