"სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა" - რას ჰყვება სოსო ჯაჭვლიანის მდგომარეობაზე მეგობარი? | Allnews.Ge

"სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა" - რას ჰყვება სოსო ჯაჭვლიანის მდგომარეობაზე მეგობარი?

მსა­ხი­ო­ბი და სპორ­ტსმე­ნი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი დღე-დღე­ზე სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა. რო­გორც მისი ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გვე­უბ­ნე­ბა, თურ­ქულ კლი­ნი­კას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია, ახლა მხო­ლოდ სამ­კურ­ნა­ლო თან­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბაა სა­ჭი­რო.

რო­გორც სოსო ჯაჭვლი­ა­ნის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა გვი­თხრა, სო­სოს მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძი­მე­ბუ­ლია, თუმ­ცა დღეს შე­და­რე­ბით უკე­თაა, ვი­ნა­ი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ დღეს პირ­ვე­ლად მი­ი­ღო და­მო­უ­კი­დებ­ლად საკ­ვე­ბი.

AMBEBI.GE სოსო ჯაჭვლი­ა­ნის მე­გო­ბარ პო­ლი­ტი­კოსს და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­საც და­უ­კავ­შირ­და.

"სო­სოს­თან ყო­ველ­დღი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მაქვს. თვე­ე­ბია, ქარ­თულ-გერ­მა­ნულ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს და დღეს შე­და­რე­ბით უკე­თაა, ვიდ­რე თვე­ე­ბის წინ იყო. სოსო ამ ხნის მან­ძილ­ზე სპე­ცი­ფი­კუ­რი ვი­ტა­მი­ნი­ზი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბით იკ­ვე­ბე­ბა, ისე­თით, რა­საც ორ­გა­ნიზ­მი აი­ტანს. თურ­ქულ მხა­რეს­თან, ფაქ­ტობ­რიბ­ვად, დას­რუ­ლე­ბუ­ლია მო­ლა­პა­რა­კე­ბა, გა­დაგ­ზავ­ნი­ლია ყვე­ლა კვლე­ვა, კატე, ანა­ლი­ზე­ბი, მას გა­ა­კე­თე­ბი­ნეს გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი, რათა უშუ­ა­ლოდ მოხ­დეს ჩა­რე­ვა იმ ად­გი­ლებ­ში, რაც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია (მთლი­ა­ნად ორ­გა­ნიზ­მის „და­ბომბვა“ რომ არ მოხ­დეს მკურ­ნა­ლო­ბით). სოსო დღე-დღე­ზე წავა თურ­ქეთ­ში და გა­აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას, რო­მე­ლიც, რო­გორც ეუბ­ნე­ბი­ან, 5 ეტა­პა­დაა და­ყო­ფი­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა ეტა­პის შემ­დეგ შე­ის­ვე­ნებს და როცა 5 ეტა­პი დას­რულ­დე­ბა, გა­და­უ­ღე­ბენ კა­ტეს, სა­დაც გა­მოჩ­ნდე­ბა რა ფორ­მით უნდა გაგ­რძელ­დეს მისი მკურ­ნა­ლო­ბა. იმე­დია, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა არ გახ­დე­ბა სა­ჭი­რო.

სო­სოს 4-5 თვეა, რაც მკურ­ნა­ლობს ქარ­თულ-გერ­მა­ნულ კლი­ნი­კა­ში. ადრე მას ჰქონ­და კუ­ჭის პრობ­ლე­მა და გერ­მა­ნი­ა­ში გა­ი­კე­თა ოპე­რა­ცია, პრობ­ლე­მა აღარ არ­სე­ბობ­და, იკე­თებ­და კვლე­ვებს და არ­სად ჩან­და, რომ ამას გარ­თუ­ლე­ბა მოჰ­ყვა. იხილეთ სრულად

myquiz