რამდენი ლარით დაჯარიმდება მეპატრონე ძაღლის საბელის ან ალიკაპი გარეშე ღია სივრცეებში გაყვანისთვის | Allnews.Ge

რამდენი ლარით დაჯარიმდება მეპატრონე ძაღლის საბელის ან ალიკაპი გარეშე ღია სივრცეებში გაყვანისთვის

ძაღლის საბელისა ან ალიკაპი გარეშე ღია სივრცეებში გაყვანისთვის, ჯარიმა იზრდება.

პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირა.

ცვლილება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს იმ მეპატრონეებისთვის, რომლებიც ძაღლის ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკსა და სკვერში გასეირნების წესებს დაარღვევენ.

ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა.

განმეორებით წლის განმავლობაში ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა.

myquiz