რა ცვლილებები ამოქმედდება ქვეყანაში ხვალიდან? | Allnews.Ge

რა ცვლილებები ამოქმედდება ქვეყანაში ხვალიდან?

2023 წლის ივნისიდან ქვეყანაში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება, რომელცი შეეხება როგორც მოქალაქეებს, ასევე კონკრეტულ ბიზნესსუბიექტებს.

1-ლი ივნისიდან დამსაქმებლებს ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ

მთავრობამ "ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს.

რეგლამენტი ადგენს ძირითად უსაფრთხოების ნორმებს ტვირთის ხელით აწევა, გადატანასთან (განსაკუთრებით ზურგის დაზიანების რისკის პირობებში) დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხს მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს. დადგენილება 2023 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.

სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის HACCP-ის სტანდარტი სავალდებულო იქნება

სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) 2023 წლის 1-ელ ივნისამდე დანერგოს.

ახალი რეგულაცია გავრცელდება შემდეგ ბიზნესოპერატორებზე: სასურსათო მაღაზია, მარკეტი; თაფლის რეალიზაცია; ნახევარფაბრიკატების რეალიზაცია; ბავშვთა კვების წარმოება, რეალიზაცია, რძითა და რძის პროდუქტებით ვაჭრობა, ხილ-ბოსტნეულის რეალიზაცია; აგრარული ბაზარი; დახლზე ვაჭრობა, ხორცის რეალიზაცია; ბადაგისა და ჩურჩხელის წარმოება; კვების პროდუქტების შენახვა, შეფუთვა, დაფასოება; მცენარეული ცხიმის, მაიონეზის, ზეთის, მარგარინის წარმოება; საქართველოს ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნიგვზის, თხილის, მზესუმზირის და მისთანების გადამუშავება, რეალიზაცია; პურ-ფუნთუშეულის წარმოება, ფქვილოვანი პროდუქციის წარმოება, პურის საცხობი, თონე.

ამასთან, HACCP-ის სტანდარტი სავალდებულო იქნება არახანგრძლივი შენახვის საკონდიტრო ნაწარმის წარმოებაზე, ბურბუშელას წარმოებაზე, ფქვილის, ბურღულეულის წარმოებაზე, მარცვლეულის, ფქვილის რეალიზაციაზე, ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრების წარმოებაზე; ხანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის და ნამცხვრების წარმოებაზე, პურის დისტრიბუციაზე, პურ-ფუნთუშეულით ვაჭრობაზე, საკონდიტრო წარმოებაზე, შოკოლადის წარმოება, წისქვილი; საკონსერვო წარმოებაზე; სუნელ-სანელებლების წარმოებაზე, დაფასოებაზე, შენახვაზე, რეალიზაციაზე; საკვებდანამატების წარმოებაზე, შენახვაზე, რეალიზაციაზე; აჯიკის, მდოგვის, სვანური მარილის წარმოებაზე, დაფნის ფოთლის წარმოებაზე, რეალიზაციაზე; უალკოჰოლო სასმელების, ბოთლის სასმელი წყლის წარმოებაზე, ყავის და ჩაის გადამუშავებაზე, რეალიზაციაზე, დისტრიბუციაზე, ცენტრალიზებული წყალმომარაგებაზე; შაქრის, მარილის წარმოებაზე; გამომშრალი ხილის წარმოებაზე, ჩიფსის წარმოებაზე. იხილეთ სრულად

myquiz